სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ღია სივრცეში პირბადის გამოყენებაზე რეგულაცია ბრუნდება - საქართველომ წითელ ზონაში გადაინაცვლა
20-07-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს. ამასთან, იქნება რიგი გამკაცრებები. განკარგულებაში შევა ცვლილებები პირბადის გამოყენებაზე იქ, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება.

მისივე თქმით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი საფუძველია.

„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს, რეგულაციების გამკაცრებაზე, რადგან მოქალაქეები ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც კი აღარ ატარებენ.

„საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა იქნება რიგი გამკაცრებები. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცებეშიც აღარ ხდბა. დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეში დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია. იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდციას, ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება ადამიანების გარკვეული რაოდენობა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება.

დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს, ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის გამოყენებასთან მიმართებაში, იქ, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბებიან. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს, მალე შემუშავდება რეკომენდაციები“, – გაანცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება