სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის გამოცდა აშკარად „ჩაჭრაზეა“ ორიენტირებული - პედაგოგთა ნაწილი ტესტის სირთულეს აპროტესტებს
20-07-2021
-
+


პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უკვე ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა, დღეიდან კი საგნის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. პედაგოგთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს საგამოცდო პროგრამებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გამოცდა მასწავლებლის ჩაჭრაზეა ორიენტირებული. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პედაგოგი მუსიკის საგამოცდო პროგრამის სირთულეს აპროტესტებს და მის გამარტივებას ითხოვს. 

etaloni.ge პედაგოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო კოლეგებო როგორც იცით 22 ივლის ტარდება მუსიკის გამოცდები პედაგოგებისთვის. ყველას წარმატებას გისურვებთ!

აქვე მინდა კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვა შემოთავაზებული საგამოცდო პროგრამის მიმართ. აქტიურად ვესწრები სხვადასხვა ვებინერებსა და ლექციებს უმაგრესი პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით. მადლობა, მათ ამისთვის.

ასევე, ვისმენ, კოლეგების სამართლიან აღშფოთებას საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებით, რასაც სრულად ვიზიარებ.

წელს პირველად ვაპირებ გავიდე გამოცდაზე და აღმოჩნდე რომ პროგრამა იმაზე რთულია, ვიდრე ეს სჭირდება სკოლაში მუსიკის პედაგოგს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩართული ვარ ახალი სკოლის მოდელში საერთოდ უსამართლოდ მიმაჩნია ასეთი რთული გამოცდის ჩატარება პედაგოგისთვის. ამ საგამოცდო პროგრამის დაძლევა არათუ ტექნიკურ დამთავრებულ პროფესიონალს, არამედ კონსერვატორია დამთავრებულებსაც კი უჭირთ ხშირ შემთხვევაში. ყველაზე რთული დასაძლევი მაინც მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი გახლავთ.

მოგეხსენებათ, რომ მუსიკოსები სხვადასხვა სპეციალობების ვართ ზოგი ინსტრუმენტალისტია, ზოგიც თეორეტიკოს,ზოგი ვოკალისტი. ზოგიც ფოკლორისტი და ა.შ .ანუ მარტივად რომ აგიხსნათ ჭადრაკი ფარიკაობა, ძიუდო ,ცურვა , ტანვარჯიში ყველაფერი სპორტი თუმცა ხომ არ შეიძლება ძიუდოისტსი ტანმოვარჯიშის ილეთებით შეაფასო?! - ​დაახლოებით ასე გამოიყურება ჩვენი საგამოცდო პროგრამა.

ეს უსამართლობაა და აშკარად ჩაჭრაზეა ორიენტირებული!

ამ გამოცდებს შემოთავაზებული საგამოცდო პროგრამის სახით ყველაზე წარმატებით ჩააბარებს მხოლოდ პიანისტი, რომელიც მოქმედი პედაგოგია - დანარჩენებმა რა ვქნათ?!“ - წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება