| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ვაქცინაციაზე ისაუბრა და განაცხადა: „იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი, რესტორანი თუ საჯარო დაწესებულება, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი გეგმა შედგენილი, რათა ყველა თანამშრომელი იყოს აცრილი. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.
გამყრელიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აცრა ნებაყოფლობითია და მანდატურულად ვერავის დააძალებენ:
„მოგეხსენებათ, აცრა ჩვენთან ნებაყოფლობითია. ეს არ არის ძალდატანებითი, მანდატურულად ვერავის დავაძალებთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენი თვითშეგნება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ აცრის გარდა ამ ეპიდემიას ვერაფერი დაასრულებს, ამიტომ უნდა ვიყოთ მოტივირებული. მაგალითს მოგიყვანთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს თანამშრომლების 61%-ია აცრილი. ამ თვის ბოლოს, აგვისტოში, იქნება აცრილი მაქსიმუმი, 90%-მდე. ამიტომ, ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს და თავისი ვაქცინაციის მიკროგეგმა შეიმუშაოს“.
იხილეთ ასევე:
მშობლები ავიცრათ, რომ შვილები არ დავაინფიციროთ - საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევები იმატებს
„ყველა მასწავლებელი ორჯერადად აიცრას, რათა არ გადასდონ ვირუსი ბავშვს“ - ამირან გამყრელიძე
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა