სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ზაფხული გასული სასწავლო წლის შეფასებისა და მომავალი წლის დაგეგმვისთვის საუკეთესო დროა“-მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე პასუხობს.

- წარმატება არის…
- ადამიანის ამ ქვეყნად მოვლენის მთავარი მისია, ყველა საქმის სიყვარულით კეთებასა და ბედნიერების გამრავლებაშია. სწორედ სიყვარულია წარმატების საწინდარი…
სიყვარული, მადლიერება, მოთმინება, ღირებულებებზე და დემოკრატიულ პრინციპებზე აღზრდა, ტოლერანტობა, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა - ესაა წარმატება!

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 
- ჩემი სკოლა ბედნიერების სახლს მახსენებს, რომლისკენაც ყოველ დილით სიხარულით მივიჩქაროდი ჩემს მეგობრებთან ერთად. სახლს, სადაც სუპერპროფესიონალი მასწავლებლები მხვდებოდნენ და  დამატარებდნენ ცოდნის ლაბირინთებში... სახლს, რომელმაც ცხოვრების ანი-ბანი შემასწავლა და დამაფრთიანა...ჩემი საყვარელი და ფასდაუდებელი გორის მე-10 საშუალო სკოლა!
 
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 
- „მახსოვს პირველად სასწავლებელში“...
კარგად მახსოვს 1970 წლის 1 სექტემბერი... გორის მე-10 საშუალო სკოლის დიდი ეზო, ფორმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭების ჟრიამული, ჩემთვის უცნობი მასწავლებლების მისალოცი გამოსვლები... ოთარ კლიმიაშვილის „ყველაზე მაგარი დირექტორის“ სკოლაში ჩარიცხული მოსამზადებელი კლასის მოსწავლის გულის ბაგი-ბუგი...  შემდეგ ჩემი გვარ- სახელის გამოცხადება და პირველი წაკითხული ლექსი სკოლის ეზოში... „სკოლის დედიკომ“, ქალბატონმა ნანა პერანიძემ მოგვაგროვა წიწილებივით გაბნეული ბავშვები და შეგვიძღვა ცოდნის ტაძარში სიყვარულითა და სიკეთით სავსე გულით. მან მასწავლა „წერა“, „კითხვა“, „მოსმენა“ და კიდევ უამრავი რამ...
ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ბედის, რომ ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა, მერე ხელი ჩამკიდა და აღარ გაუშვია. 
ეს საოცარი ადამიანი ჩემი პირველი მასწავლებელი ნანა პერანიძეა. 
მართალია, დღეს ნანა მასწავლებელი აღარაა ჩვენ გვერდით, მაგრამ სწორედ მას ვეუბნები - მადლობა მასწავლებელო ყველაფრისთვის! 
ახლა მე ვცდილობ ზუსტად ასე ჩავკიდო ხელი ჩემს მოსწავლეებს და ცხოვრებისა და პროფესიის აღმართ-დაღმართებზე სიარული ვასწავლო... 
ესეც ნანა მასწავლებლისგან ვისწავლე...
მჯერა, რომ მადლობის თქმა გვიანი არასოდესაა. თითოეული მასწავლებლის ამბავს გამორჩეულს კონტექსტი ხდის. დაუვიწყარი ისტორიების დასაწერად ზოგჯერ რამდენიმეწუთიანი ამბავიც საკმარისია, ზოგჯერ კი პირიქით, სიყვარულით განვლილი მრავალწლიანი გზა ხდება მთავარი თავგადასავალი. უსაშველო პატივისცემა დამიტოვა... სევდაც, რომ ბოლო წლებში ვერ ვნახე და ვერ ვუთხარი, რომ ძალიან კარგი, შეუდარებელი იყო...

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- მოწესრიგებული, ბეჯითი, ცელქი (სუპერაქტიური), ორგანიზატორი, ბედნიერი, თავისუფალი მოსწავლე ვიყავი, საუკეთესო მასწავლებლებისგან განებივრებული. მახსოვს როგორი ინტერესით ვუსმენდი ყოველ მათგანს. რომლებიც სამყაროს შეცნობაში მეხმარებოდნენ. სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში აქტიურად ვიყავი ჩართული. უდიდესი მადლობა ჩემს მასწავლებლებს. 

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 
- რას ნიშ­ნავს სა­მა­გი­დო წიგ­ნი? ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჩემთან ახ­ლოსაა, რად­გან აქ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ბევრჯერ, სხვა­დას­ხვა მიზ­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა დამ­ჭირ­დეს.
„სიბ­რძნის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ - მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ბრძნულ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და აზ­რებს მო­ი­ცავს, რომ­ლებ­მაც, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს.

- ზაფხულში ვცდილობ. . . 
- ზაფხული ძალების აღდგენის, გასული სასწავლო წლის შეფასების და მომავალი წლის დაგეგმვისთვის საუკეთესო დროა. ვცდილობ მეტ პროექტში ჩავერთო, შემდეგ წარვუდგინო როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე განვახორციელოთ.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 
- „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ - ეგზიუპერის ეს საოცარი სიტყვები ჩემი ცხოვრების წესია და ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიღებ გადაწყვეტილებებს...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება