სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება „ზემოდან უყუროს“ მეორე ადამიანს, როცა წამოდგომაში ეხმარება“-თამაზ დიასამიძე, კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი
15-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ დიასამიძე პასუხობს. 

- წარმატება არის. . . 
- წარმატება ჩემი აზრით, არის ადამიანის საზოგადოებაში დამკვიდრების ერთერთი ძირითადი, შეუქცევადი პირობა, რომელსაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება და ამასთან, რა თქმა უნდა, უპირატესობას სულიერ სფეროს ვანიჭებ; 

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 
- ჩემი სკოლა მახსენებს სულიერების იმ სამყაროს, რომელშიც ინდივიდები შედიან სრულიად „შიშველნი“ და წლების შემდეგ იქიდან გამოდიან „შემოსილნი ღვთით კურთხეული მადლითა და შემკულნი კაცთმოყვარეობითა და სულითა ძლიერითა“;

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- ეს ის თემაა, რომელიც სწორედ ზემოთნათქვამებიდან მოედინება,...ნათელა მამულაძე... აწ უკვე მარადიულობაში გარდასული ქალბატონი, რომელიც ჩემთვის იყო და მარად იქნება კდემამოსილების, უბიწოების, სიყვარულის, ღირსების, მიტევების, სიკეთის, ... უალტერნატივო მაგალითი. 
უფალმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული;

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 
- განსაკუთრებულობით ვერ დავიტრაბახებ, თუმცა უპასუხისმგებლო ნამდვილად არ ვიყავი, არც მაინცდამაინც უდარდელი ბავშვობა მქონია, (ეს გასული საუკუნის 60-იანი წლებია), ვისთვის როგორ,... ჩვენს ოჯახს ნამდვილად არ ულხინდა,... ეკონომიურად. სულ ვფიქრობდი თუ როგორ დავიმკვიდრებდი თავს საზოგადოებაში, მიყვარდა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა, მათი საუბრის მოსმენა. ზედმეტად მოკრძალებული ვიყავი; მიუხედავად, სწავლასა თუ კლასგარეშე საქმიანობაში, გარკვეული წარმატებისა, სულ „ჩრდილში“ ყოფნას ვარჩევდი.

მიყვარდა კითხვა და ბევრჯერ ღამეებსაც კი ვათენებდი, მიუხედავად ყველაფრისა კმაყოფილი ვარ იმ პერიოდის, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ...ბავშვობა, გულუბრყვილობა,...საყვარელი ადამიანები, რომელთაგან, სამწუხაროდ, ბევრი აღარაა ჩვენს გვერდით... 

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- ჩემი სამაგიდო წიგნი? ...აბა რა ვიცი, ბევრი შემოქმედია ჩემთვის სულიერების გვირგვინი, ქართველი თუ უცხოელი, თუმცა ზურაბ გორგილაძეს ვერცერთ შემთხვევში გვერდს ვერ ავუვლი,  ის ერთერთი იმათთაგანია, ალბათ განსაკუთრებული, ვინც ჩემი კუთხის ტრადიციები, კულტურა, ყოფა, დიალექტი,... ესოდენ წარმოაჩინა და გამოიტანა მზის სინათლეზე...
 („...დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა!!!...“ 
„...და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა, 
  ნაპირისკენ, გულწასული, კალმახივით მომქონდა...“)

- ზაფხულში ვცდილობ. . . 
- ზაფხულში? ვცდილობ არ მოვდუნდე და ვიზრუნო, რათა სასექტემბროდ სკოლა მზად იყოს ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, იმედია გამოგვივა. მინდა ვისურვო, რომ საკლასო ოთახებში შევუდგეთ მუშაობას!!!

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება? -„ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება „ზემოდან უყუროს“ მეორე ადამიანს, როცა წამოდგომაში ეხმარება მას“.

ჯანმრთელობასა და საინტერესო, ხალისიან არდადეგებს ვუსურვებ ყველას! გმადლობთ!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება