სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„არასდროს შეწყვიტო წინსვლა“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელსა და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბლიც-ინტერვიუში ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის  საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე საუბრობს.

- წარმატება არის...

- ჩემთვის წარმატება საყვარელი საქმის მსახურებაა და უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს. მთავარია წინსვლისა და განვითარებისთვის ბრძოლა არ შეწყვიტო. წარმატება ტიტანური შრომის შედეგია.

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, აქვს და ჩვენ, სასკოლო საზოგადოება მუდმივად უნდა ვიდგეთ მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. სწორედ სკოლაა ძლიერი, განვითრებული ქვეყნის საძირკველი.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- გახლდათ, ონარი ბიბილეიშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, რომელმაც მაზიარა ცხოვრებისეულ ღირებულებებს... გული მწყდება - დღეს აღარ არის, თუმცა უზომო სიყვარული დატოვა.

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ უნდა მებრძოლა წარმატებისთვის, საკუთარი მიზნების მიღწევისთვის და არასოდეს დავნებებულიყავი... ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია"...

- ზაფხულში ვცდილობ...

- ზაფხულში ვცდილობ, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, ყველაფერი ისე მოვაწესრიგო, რომ ახალი სასწავლო წლისთვის დაბრუნებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო დახვდეთ და უდიდესი სიხარული იგრძნონ, როდესაც მშობლიური სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ. 

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

- თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ გარბიხარ - იარე და თუ სიარულის ძალაც გამოგელია, იხოხე... ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა... მთავარია, შრომა და შეუძლებელი არაფერია!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება