სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ადგილი, სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებ, მართლაც არის ოჯახი“- აფხაზეთის N2 სკოლის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ბლიც-კითხვებს პასუხობენ
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელა და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად,  აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ფილოლოგიის დოქტორ ნანა ჯალაღონიასთან და მის მოადგილე ხატია ხარებავასთან შედგა.

- წარმატება არის...

- ხატია ხარებავა: მიმაჩნია, რომ წარმატების ფორმულა ყველასთვის ინდივიდუალურია. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ჩემს შვილებთან და დედობასთან ერთად არის ის საქმე, რომელსაც გულწრფელად ვემსახურები და ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად ნებისმიერ ასპარეზზე აუცილებლად უნდა მოინდომო, განვითარდე, იმოძრაო, არ უნდა გაჩერდე. 

- ნანა ჯალაღონია: თითოეული ჩვენგანისთვის წარმატება განსხვავებულია და ვფიქრობ პირადულიც. საფუძვლად კი უდევს ის სურვილები და მისწრაფებები, რაც იმ მომენტისთვის არის პრიორიტეტული მიზნის მისაღწევად, რაც შემდგომ წარმატებას განაპირობებს. ვფიქრობ, წარმატება არის, წლების განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობის შედეგი. მიმაჩნია, რომ შეუძლებელია გონებრივად დარჩე იგივე ადამიანი, რაც ცოტა ხნის წინ იყავი. აუცილებლად უნდა დაიმატო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკაში განახორციელო.  სხვის და საკუთარ შეცდომებს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისწავლოთ, ვფიქრობ, რომ  ეს პროცესი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია მიზანი, რისკენ მიისწრაფვი. თამასა უნდა იყოს მაღალი და ყველაფერი გააკეთო დასახულის მისაღწევად. უნდა გქონდეს რწმენა, რომ რასაც დაისახავ მიზნად, ის გამოვა. 

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- ხატია ხარებავა: ოჯახს, სადაც მისვლა ყოველთვის გიხარია, გხვდება საქმე, რომელსაც სიამოვნებით და გულწრფელად აკეთებ. ზრუნავ და ფიქრობ კოლეგებზე, მოსწავლეებზე. 

- ნანა ჯალაღონია: დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სკოლაში, რომელსაც ვხელმძღვანელობთ და ქ-ნმა ხატიამ სწორად აღნიშნა - ის ადგილი სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებ (ამ შემთხვევაში სკოლა), მართლაც არის ოჯახი. გარდა იმისა, რომ პრაქტიკულად სასკოლო გარემო არ გვაშორებს ბავშვობას, მუდმივად გვახსოვს, რომ სასკოლო საზოგადოებას შევუქმნათ კეთილმოწყობილი და კეთილგანწყობილი გარემო, ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ მათ წინსვლას, ვისწავლოთ და ვასწავლოთ მათთან ერთად. 

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ხატია ხარებავა: არასოდეს დამავიწყდება  ლამაზი, თბილი, ჭკვიანი და გონიერი, თავისი საქმის პროფესიონალი მაკა მასწავლებელი. მან შემაყვარა სწავლა და შრომისმოყვარეობა. 

- ნანა ჯალაღონია: თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ჩვენი პირველი მასწავლებელი ჰყავს. მასწავლებლები კი განსხვავებულები არიან... და მაინც მგონია, რომ ჩემი მშობლები არიან ჩემი პირველი მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ადამიანურ ღირებულებებს, ამასთან მასწავლეს - კეთილგანწყობა, შრომისმოყვარეობა. რა მოხდებოდა, თუ ისინი ამას არ მასწავლიდნენ? მაშინ ჩემი პირველი მასწავლებლებისთვის უფრო რთული იქნებოდა ჩემთან მუშაობა. 

- მოსწავლე რომ ვიყავი... 

- ხატია ხარებავა: შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლე ვიყავი.  ვთვლიდი, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი  ჩემი შრომით და   საქმისადმი ერთგულებით, სიყვარულით. მიყვარდა თეატრი და დღესაც არ გამნელებია ეს სიყვარული.  გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ოდესღაც მეც ვიდექი აქტიურად სცენაზე. 

- ნანა ჯალაღონია: როგორც მოსწავლე ვიყავი ძალიან ბეჯითი, მშრომელი ცნობისმოყვარე. მიყვარდა და მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, ჩანახატების, პატარა მოთხრობების წერა. ღრმა ფიქრი ყველაზე და ყველაფერზე. არ მაშინებდა სირთულეები, პირიქით. დღეს რომ ვუფიქრდები, ალბათ, ჩემი ძლიერი მხარე შეიძლება იყოს ეს კიდევაც... ეს ყველაფერი დღემდე მომყვება და ამიტომაც მგონია, რომ ბავშვობას არ ვშორდები.  

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ხატია ხარებავა: შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“.

- ნანა ჯალაღონია: ჩემი სამაგიდო წიგნი (ები) ძირითადად ფილოსოფიური,  ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული წიგნებია. 

- ზაფხულში ვცდილობ...

- ხატია ხარებავა: მაქსიმალურად ცხოვრებით ტკბობას. ვასვენებ გონებას და ვიკრებ ძალებს მომდევნო, ახალი წლისათვის. 

- ნანა ჯალაღონია: ვცდილობ დავისვენო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და ახალი ენერგიით და ძალისხმევით განვაგრძო ჩემი საქმიანობა. 

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

- ხატია ხარებავა: ყველაფერი იქნება არა კარგად, არამედ ძალიან კარგად.

- ნანა ჯალაღონია: „გიყვარდეს ცხოვრება“ და „გულში დაწერეთ, რომ ყოველდღე არის წლის საუკეთესო დღე“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება