სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატება შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობისა და განვითარების შედეგია“- მზევინარ დემეტრაშვილი, ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორთან, მზევინარ დემეტრაშვილთან შედგა.

- წარმატება არის. . .

- შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობისა და მუდმივი განვითარების შედეგი.

-  ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- ადგილს სადაც დიდი სითბო და სიყვარული იყო. მასწავლებლებს, რომლებიც პატარა მოსწავლეს აოცებდნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, მიდგომით, რომლის გააზრება კიდევ უფრო შევძელი, როცა მეც მასწავლებელი გავხდი. დღემდე მახსენდება და მაგალითად მაქვს მათი ცხოვრებისეული რჩევები, განათლებისა და ცოდნის მნიშვნელობა.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 

- ნებიერიძე ნატა, ადამიანი რომელიც მოწოდებით მასწავლებელი იყო. ტკბილი ხმით, ნაზი ჟესტიკულაციით, თვალწინ მიდგას როგორ მასწავლიდა ლამაზად ასოების გამოწერას.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 

- მერიდებოდა საკუთარი აზრის გამოხატვა.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 

- რამდენიმეა, მაგრამ გამოვყოფ ნოდარ დუმბაძეს, ის უფრო ახლოა ყოველდღიურობასთან ფრაზები რომელიც ყოველ წუთს და წამს შეიძლება გაიხსენო. 
„დედაენას რაკი დედა ჰქვია, მახსოვრობა აღარ სჭირდება. თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი ენა დედაა შენი და ისე უნდა მოუარო როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია“ 
„ადამიანს ისე არ უნდა შეხედო როგორც ჩარჩოში ჩასმულ სურათს, არამედ როგორც ქანდაკებას, გარს შემოუარო, დაათვალიერო და იქ დააკვირდე სადაც უფრო ჩაღრმავებული ადგილი აქვს“
„დიდი სიამოვნებით მოკურცხლავდა ბავშვობისაკენ, მაგრამ სად წავიდოდა როცა მას ბავშვობა არ ჰქონდა“
და რამდენი კიდევ ასეთი ...

- ზაფხულში ვცდილობ. . . 

- დასვენებას, ლიტერატურის წაკითხვას რომელიც არ გამომდის.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 

- არასოდეს მოექცე სხვას ისე, როგორც შენ არ გინდა რომ  მოგექცნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება