სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ცოდნის, გართობის, თამაშის, ურთიერთობების და ღირსების ზრდის ადგილია“ - ეთერ გურული, თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი  
14-07-2021
-
+



სკოლის მოგონებები და პირველი მასწავლებელი თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გვახსენდეება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორის,  ეთერ  გურულის მეხსიერებაშიც სამუდამოდ ჩარჩა პრიველი მასწავლებლის სიყვარული... რა არის მთვარი წარმატებისთვის, როგორი მოსწავლ იყო ის ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ბლიც-ინტერვიუდან შეიტყობთ. 

- წარმატება არის...
- პროცესი, ზრდა  და  განვითარება, ეს არის მიზნის  მიღწევა  და  მისი   გამოყენება საფეხურად შემდეგი  მიღწევებისათვის.

- ჩემი სკოლა მახსენებს...
- რომ   სკოლა ცოდნის, გართობის, თამაშის, ურთიერთობების, ცოდნის გაზიარებისა და ღირსების ზრდის ადგილია. თუ მოსწავლე ასე იყალიბებს ცოდნას, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი სწორად მოქმედებს და ეს შედეგი  მასწავლებლისთვისაც ძალიან დიდი ჯილდოა.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- პირველი, ყველაზე საყვარელი მასწავლებლის მეხსიერება სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში. მგრძნობიარე, სიმპათიური, ამავე დროს მკაცრი და სამართლიანი, ეს  იყო ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელი მან გვასწავლა სწორად ცხოვრება, სამყაროს სწორად გაცნობა, როგორ გავხდეთ ტოლერანტული და წარმატებული. მადლობას ვუხდი   იმ  უკეთილშობილეს  ქალბატონს , რომ ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

- მოსწავლე რომ ვიყავი...
- ძალიან  მომწონდა  მასწავლებლის  პროფესია, ვიყავი  აქტიური მოსწავლე, ბევრს  ვმუშაობდი და  ვსწავლობდი. დღეს  ამაყი  ვარ რომ მქვია  მასწავლებელი.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...
- ილია  ჭავჭავაძის  „ბრძნული  გამონათქვამები“

- ზაფხულში ვცდილობ...
- მცირე  დრო ჩემ  თავსაც  დავუთმო,  დავისვენო და  განვიტვირთო, რომ  სასწავლო  წელი  ისევ  სიახლეებით  დახუნძლული  დავიწყოთ.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
-„ ქვეყანა ტაძარი კი არაა, სადაც კაცი უნდა ლოცულობდეს,  არამედ სახელოსნოა,  საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს“ - ილია  ჭავჭავაძე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება