| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შვილად აყვანის მსურველებისთვის მოსამზადებელი კურსის გავლის წესი იცვლება და ბრძანებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პი/რის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილებაა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მიხედვით, ტრენერისთვის გადასახდი შეადგენს 250 ლარს:
„ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს 250 ლარს ერთი ნაკადისთვის (ჯგუფი) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარებისთვის (ერთი ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს)“.
ხოლო ის მშობლები, ვინც პანდემიის გამო კურსის გავლა ვერ მოახერხა, ვალდებულნი არიან 2022 წლის 1 იანვრამდე პროგრამა გაიარონ:
„2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელმაც, ქვეყანაში არსებული COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ან/და სხვა ობიექტური გარემოების გამო, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადამდე ვერ გაიარა მოსამზადებელი კურსი, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ დადგენილი პირობებით, არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა“.„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა