სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლადო ასათიანის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას
04-01-2018
-
+


ცაგერის საჯარო სკოლაში პროექტის,,ცისფერ კაფეში ცისფერ მაგიდასთან" ფარგლებში,
ლადო ასათიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო-კონკურსი გაიმართა. 

სპეციალურად საღამოსთვის 2 თვის განმავლობაში V-VII კლასის მოსწავლეები  ლადო ასათიანის ლექსებს სწავლობდნენ , ამზადებდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციებს, ინსცენირებებს, თეატრალურ სანახაობებს. 

თითოეულ კლასში გამარჯვებული ნომინანტები საღამო-კონკურსზე მაყურებელსა და ჟიურის ( ირაკლი სილაგაძე-რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან საღინაძე-კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მთვარისა ახვლედიანი-ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი, სურაბ ფანჯარაძე-ახალგაზრდა პოეტი, კაფე ,,პალატის" დირექტორი) წინაშე წარსდგნენ.

ჟიურიმ პრიზებით დააჯილდოვა: V კლასის მოსწავლეები წარმოდგენისათვის ,,ბასიანის ბრძოლა", VI კლასი-თეატრალიზებული ,,ცაგერის ბაზრობისათვის", VII კლასი ლიტ. მუსიკალური კომპოზიციისათვის ,,ცხრა ძმა ხერხეულიძე", VIII კლასი ლადოს წერილებისა და მოგონებების კითხვისათვის და IX კლასის ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული დ.ჩაჩანიძე. მხატვრულ კითხვაში გამარჯვებული მოსწავლეები კი ( თამაზ მეიფარიანი, ვაკო გაბიანი, ლუკა ფოჩხიძე, ანა ჯამბურიძე, მარიამ ფრუიძე,დათო საღინაძე,შოთიკო ხეცურიანი, ლუკა ნემსწვერიძე, ლუკა ჩაკვეტაძე, ლუკა მეშველიანი, მასიმე კვენეტაძე, საბა საღინაძე, დაჩი კალანდაძე,მარიამ სილაგაძე, მარი ხეცურიანი და გიორგი ჩახულიანი).

სკოლის დირექციის მხარდაჭერითა და ბატონ ზურაბ ფანჯარაძის მიწვევით 14 იანვარს მოსწავლეები კაფე-ბარ ,,პალატში" გამართულ ლადო ასათიანის დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოში მიიღებენ მონაწილეობას,სადაც გაეცნობიან ქუთაისელ მწერლებს და მოუსმენენ მათ.

ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გაემგზავრებიან ლადო ასათიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ილია გუგეშიძე და ხატია სვანიძე, რომლებიც კონკურსგარეშე იღებდნენ მონაწილეობას ღონისღიებაში.

ამ მრავალმხრივ საინტერესო საღამო-კონკურსს ხელმძღვანელობას უწევდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ლელა ლომთაძე და შორენა ხეცურიანი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება