სიახლეები
ეტალონი

ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
21-06-2021
-
+


2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 24 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ბარბარე გოგინაშვილისთვის საერთაშორისო ურთიერთობები ინტერესის სფეროა

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

პროექტის მთავარი მიზანი იყო გეომეტრიული ფიგურების შესახებ მიღებული ცოდნის განმტკიცება

ზვიად კვინიკაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის შესახებ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება