სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მორძგვეთის სკოლამ წარმატებული 2017 წელი შეაჯამა
03-01-2018
-
+


მორძგვეთი ზემო იმერეთის მთებში ჩაძირული პატარა, ლამაზი სოფელია. საქართველოს მრავალი სოფლის მსგავსად ეს სოფელიც სწრაფი მიგრაციის გამო  თანდათან ცარიელდება... სოფლის ცენტრში ერთი პატარა სკოლაა მხოლოდ და ისიც 15 მოსწავლით. მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სკოლაში აღსაზრდელებს ყველა პირობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის.

2014 წლის აპრილიდან სკოლას მშობლიურ კედლებში აღზრდილი, აფხაზეთის ომში დაღუპული  ვაჟკაცის როინ მიროტაძის სახელი მიენიჭა.

2017 წელი დაუვიწყარი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გამო იყო. 

განსაკუთრებული სიხარული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალმა ინიციატივამ-მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეების ბაკურიანში და საზაფხულო ბანაკებში აქტიური,შემეცნებითი  და სპორტული ღონისძიებებით დატვირთულმა დასვენებამ  გამოიწვია. მოსწავლეები აღფრთოვანებული დაბრუნდნენ ბაკურიანიდან, კაჭრეთის კინოხელოვნების, წყნეთისა და ანაკლიის ბანაკებიდან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“. "ეტალონის" შესარჩევ სასკოლო ტურში წარმატებით იასპარეზეს  სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ ნესტანი ნიშნიანიძემ და მეცხრეკლასელმა  ანდრო ღვალაძემ, რომლებმაც შესაბამისად 78 და 74 ქულა დააგროვეს და ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩატარდა ჭიათურის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში.

ინფორმატიკის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონში წარმატებით გაიარეს ონლაინტურები სკოლის მეექვსეკლასელებმა, შორენა   ნიშნიანიძემ  და მარიამ კაპანაძემ. დასკვნით მესამე ტურში, რომელიც ივნისში, თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კვლავ მაღალი შედეგები აჩვენეს, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით  ხელდამშვენებული  დაბრუნდნენ სკოლაში.

მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად    სკოლის დირექციის ხელშეწყობით ყოველწლიურად ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წელსაც ზაფხულში რაჭას, შემოდგომით  კი  წყალტუბოში პრომეთეს მღვიმე მოინახულეს პედაგოგებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეებმა  პირველად ნახეს ბევრი უცხო მცენარე, რომელთაც მხოლოდ წიგნებიდან იცნობდნენ. მოიხიბლენ ქუთაისის  ისტორიული  ადგილებით და მდიდარი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ შინ.

2017 წლის  ზაფხულში განხორციელდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და სკოლას ქვაღორღიანი სპორტული მოედნის ნაცვლად, ნანატრი  თანამედროვე   ტიპის გარე სპორტული მოედანი შეემატა.

მორძგვეთის სკოლა იმედებით და მოლოდინებით ახალ 2018 წელს ტრადიციული საახალწლო კარნავალით შეეგება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება