სიახლეები
სკოლები

„სკოლის წარმატების უპირველესი საზომია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია“ - გულნაზი ხორბელაძე, თბილისის N128 სკოლის დირექტორი
17-06-2021
-
+


განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- პანდემიის რეჟიმში ვმუშაობდით. ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. სკოლაში მაქსიმალურად ვიცავდით უსაფრთხოების წესებს. ორ კვირაში ერთხელ სკოლის თანამშრომლებისთვის ტარდებოდა ტესტირება და არც ერთ მათგანს არ დადასტურებია ინფექცია. სისუფთავისა და ჰიგიენის წესების დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ინფექციის შიდა გავრცელების ფაქტები თითქმის არ ყოფილა. ამას ხელს უწყობდა დაავადების სიმპტომების მქონეთა დროული გამოვლენა. მოსწავლეთა ოჯახებში კოვიდის დადასტურების შემთხვევაში სკოლის რაიონის ეპიდემიოლოგთან თანამშრომლობით ოპერატიულად ვადგენდით კონტაქტში მყოფ მოსწავლეებს და უმოკლეს დროში გადაგვყავდა ისინი იზოლაციაში, შესაბამისად, პრევენციის მიზნით ცალკეული კლასებიც გადადიოდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. ამას დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა: ვაკომპლექტებდით ონლაინ ჯგუფებს, ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მშობლები არეგისტრირებდნენ საკუთარ შვილებს და ითხოვდნენ ონლაინ სწავლების რეჟიმს. ვადგენდით ონლაინ სწავლების ცხრილს, გამოვყოფდით პედაგოგებს. ეს იყო უაღრესად შრომატევადი სამუშაო. ამ სირთულეების მიუხედავად, ვმუშაობდით უწყვეტ რეჟიმში, ვმართავდით საგაკვეთილო პროცესს და ახალი სკოლის პროექტის ფარგლებში ვახორციელებდით მთელ რიგ სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობებს. ეს გამოწვევა დავძლიეთ იმით, რომ ვმუშაობდით გუნდურად, ერთმანეთს მხარში ვედექით, პასუხისმგებლობის სიმძიმეს ყველანი თანაბრად ვინაწილებდით.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- სკოლა მშობლებთან რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველი: მშობლის ინფორმირება სწავლა-სწავლების შესახებ. ძირითადად, მშობლებთან ონლაინ შეხვედრებს ვაწყობდით, სადაც ვაცნობდით სკოლაში მიმდინარე სიახლეებს. როგორც ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლა, მშობლებს ვაცნობდით არასტანდარტულ სასწავლო დავალების სპეციფიკას. ვესაუბრებოდით, რომ კომპლექსური დავალებებისა და განმავითარებელი შეფასების დანერგვა არის პრინციპულად ახალი სასწავლო პროცესი, რომელიც მთლიანად მოსწავლის წინსვლაზეა ორიენტირებული და ჩვენ ამ სიახლის დანერგვით ველით მოსწავლეთა შედეგების რადიკალურად გაუმჯობესებას.

მეორე: მშობლის მოწვევა გაკვეთილებზე. ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, ათასი საზრუნავით შეპყრობილი მშობელი ვერ ახერხებდა სკოლაში მოსვლას. თუმცა ონლაინსწავლების რეჟიმმა შეცვალა სიტუაცია. მასწავლებელთა ინფორმაციით. მშობლების დიდი ნაწილი აქტიურად ესწრებოდა ონლაინ-გაკვეთილებს და ზუსტ ინფორმაციას იღებდა საკუთარი შვილის ძლიერ და განსავითარებელ მხარეებზე, აკადემიურ პროგრესზე. ამ მიმართულებით მაინც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს განსაკუთრებით შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურების მშობლებს);

მესამე: მშობლის ჩართულობა  სასკოლო ღონისძიებებში. ამ სასწავლო წელს სკოლამ დაგეგმა და განახორციელა სოციალური პროექტი  ბავშთა უფლებების დაცვის თემაზე. მშობლები აქტიურად გვეხმარებოდნენ სხვადასხვა სასწავლო რესურსების შექმნაში, სასკოლო გარემოს კეთილმოწყობაში.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- სკოლის წარმატების უპირველესი საზომია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და მისი მიდგომებია. ჩვენი სკოლა გამორჩეულია მასწავლებელთა მაღალი კომპეტენციით. სულ 64 პედაგოგიდან 6 მენტორი, 19 წამყვანი, დანარჩენი უფროსი სტატუსის პედაგოგია. მიმაჩნია, რომ პედაგოგი მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, რადგან მას საქმე თანამედროვე მოზარდთან, რომლის დაინტერესება და მოტივირება ურთულესი თემაა. ამიტომ ვემხრობი ასეთ გამოცდას და მასწავლებლებს ვურჩევდი არ შეუშინდნენ ამ გამოწვევას და თამამად დაადასტურონ თავიანთი კომპეტენცია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ჩვენს სკოლაში ძირითადად იკვეთება ასეთი სურათი: I ადგილზეა საერთაშორისო ურთიერთობები, II ადგილზეა იურიდიული, III ადგილზეა ინგლისური, IV ადგილზეა ჟურნალისტიკა, V ადგილზეა         სამედიცინო. როგორც ვხედავთ, საბუნებისმეტყველო სპეციალობები ჩრდილშია.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- სკოლისათვის მნიშვნელოვანია ორი რამ: მომავალ პირველკლასელს გააჩნდეს სათანადო მზაობა, ვგულისხმობ ცოდნას, უნარებს, რაზედაც უნდა დააშენოს სკოლამ საგნების სწავლება. ანგარიშგასაწევია, რომ ხუთწლიანთა შორის ბევრი აქსელერანტია, ამიტომ სასურველია, სკოლაში შესვლის ასაკი სასწავლო წლის დაწყების თარიღთან არ იყოს მიბმული, რათა არ დაიჩაგრონ ის ბავშვები, რომლებსაც აღნიშნული მზაობა ექნებათ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება