სიახლეები
სიახლეები

USAID-მა განათლების „მომავლის თაობის“ 7 წლიანი პროგრამა დაასრულა - სამოქალაქო ინიციატივებში მონაწილეობა 171.980 - მა მოსწავლემ მიიღო
14-06-2021
-
+


USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელიც 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. ორგანიზაციამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ჟურნალისტებს 7 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები გააცნო. 

„2011 წლიდან დღემდე USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამებმა დახმარება გაუწია 1450 სკოლას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროგრამების მიზანი იყო: სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა, რაც დადებითად აისახება საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე.

ვიმუშავეთ სამი მიმართულებით, სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის: ხარისხიანი დამხმარე სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები; პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; მოსწავლეთათვის ნასწავლის პრაქტიკაში გადატანის ხელშეწყობა (პროექტული სწავლება)

პედაგოგთა პროფესიული განვითარება - ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ გაიარა სამოქალაქო განათლების 1,918-მა პედაგოგმა;

დამხმარე სახელმძღვანელოები, სასწავლო რესურსები - 1,450 სკოლას გადაეცა სამოქალაქო განათლების 267,582 სახელმძღვანელო და 27,656 სასწავლო  რესურსი (მათ შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც); 

კეთებით სწავლება - მოსწავლეთა პროექტები - 171,980 - მა უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო ინიციატივებში, მოსწავლეების მიერ გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სკოლის დირექტორებმა და სხვა საჯარო უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს 1069 გადაწყვეტილება;

დაფინანსდა მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა მიერ წარმოდგენილი 872 პროექტი. პროექტებით მოსარგებლე ადამიანთა რიცხვმა შეადგინა 361.823 პირი. ჯამურად პროექტებზე გაიცა 465.053 აშშ დოლარი“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ წარმოდგენილ შემაჯამებელ დოკუმენტში, რომლის პრეზენტაციაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ხელმძღვანელმა მარინა უშვერიძემ გამართა.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში პიტერ ვიბლერი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიჯვარის საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს პროგრამის წარმატებით დასრულება.

„მე ძალიან ვამაყობ და დიდი შთაბეჭდილებით ვარ დღეს ამ ღონისძიებაზე. ეს არის ყველა ბავშვისთვის ინსპირაცია, რომ გააკეთონ მეტი. ეს ყველაფერი არის ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ შეიძინონ მეტი უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელის გამოყენებასაც შემდგომში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ. usaid - ამაყობს, რომ შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს მსგავს პროგრამებს.

პროგრამა ყველაზე დიდხანს საქართველოში და თქვენს ქვეყანას უკვე თავად შეუძლია ეს გამოცდილება გაუზიაროს სხვებს. მათ დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატება პასუხისმგებლობიანი მომავალი თაობის აღსაზრდელად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადეგენელთა ჩართვა და მხარდაჭერა.

„მომავლის თაობა“ წარმატებულად დავასრულეთ, მაგრამ USAID აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუშაობას, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ ახალი პროგრამა, რომელიც გააგრძელებს საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას“ - აღნიშნა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა.

კომენტარები


ეტალონი

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

სიახლეები

ცვლილება სკოლის და ბაღის ექსკურსიებს მომავალი წლიდან შეეხება - დეტალები

სწავლის სფეროების კლასიფიკატორში ცვლილება შევიდა - დეტალები

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

5 ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - კანონპროექტი მასწავლებლებს, დირექტორებს, მოსწავლეებს ეხება

განათლების სამინისტროსა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კომენტარები

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ გააცილა

 სკოლაში I-IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

პოეზიის საღამო მიეძღვნა ქართულ ლიტერატურის ნამდვილ საგანძურს - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“

დაშბაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

 

საინტერესო

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

რა უპირატესობა აქვს ხელით წერას გაჯეტებთან შედარებით და რა უნარებს ავითარებს ის ბავშვებში

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

სიახლეები
საზოგადოება