სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, საინტერესო

მე-12 კლასელებზე სკოლის დირექტორები საუბრობენ - „ჩვენთვის, პედაგოგებისთვის რთული და ემოციურია...“
14-05-2025
-
+


20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდება - ისინი დაემშვიდობებიან მშობლიურ ცოდნის ტაძარს და ცხოვრების ახალ ეტაპში შეაბიჯებენ.

ეს დღე საოცრად ემოციურია მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, იმავდროულად კი პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული განწყობა ეუფლებათ - აღსაზრდელებთან დამშვიდობებას ცრემლი ყოველთვის ახლავს. სიამაყის, სიხარულის, იმედის, მომავლის რწმენის ცრემლი და ამ ემოციების შესახებ etaloni.ge-ს სკოლის დირექტორები ესაუბრებიან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ლალი კაპანაძე გვიმხელს, რომ 2024-2025 წლის დასასრული მისთვის ორმაგად ემოციური იქნება, რადგან კურსდამთავრებულებს გააცილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე და მათ შორის მისი შვილიც იქნება:

„წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს... წელს 6 კურსდამთავრებული გვყავს და მათ შორისაა ჩემი შვილი. მინდა ყველა სასურველი მიზნისთვის მიეღწიოთ. რთულია ასეთ დროს ემოციებთან გამკლავება - ბედნიერი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ ჩვენს ბავშვებს“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორმა.

კაკო ანთაძე, წალკის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი კი გვიმხელს, რომ 12 კურსდამთავრებული ეყოლება სკოლას და აქედან ერთი - წარჩინებული.

„რა ვთქვა... ჩემს მოსწავლეებს ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მეამაყება, რომ მედლის კანდიდატიც გვყავს... მალე ემოციური დღე გაუთენდება ჩვენს სკოლას, ბავშვებს დავემშვიდობებით, რაც მერწმუნეთ, ჩვენთვის, პედაგოგებისთვის საკმაოდ რთულია“, - გვითხრა ბატონმა კაკომ და დასძინა, რომ სჯერა, თითოეული მათგანი მიაღწევს წარმატებას.

2024-2025 სასწავლო წლის დასასრულს, წალკის მუნიციპალიტეტის, იმერის საჯარო სკოლას სამი კურსდამთავრებული ეყოლება. დირექტორი, ჯუმბერ ხოზრევანიძე მათ და ყველა ბავშვს მშვიდობიან ცხოვრებას უსურვებს და იმასაც გვიმხელს, რომ საოცრად ეამაყება თითოეული მოსწავლე, იმერის სკოლის თითოეული აღსაზრდელი: „საოცარი ახალგაზრდები არიან, საამაყოები... წარმატებებსა და ბედნიერებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, სკოლაში მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ - ვამაყობთ თითოეული მათგანით“.

15 კურსდამთავრებულს დაულოცავს გზას ახმეტის მუნიციპალიტეტის, ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლა. დირექტორი, თინა ჯიხოშვილი მათ წარმატებულ მომავალს, ბედნიერებასა და მიზნების მიღწევას უსურვებს: „ემოციურია ჩვენს მოსწავლეებთან დამშვიდობება... მინდა, ჩემმა ბავშვებმა იცოდნენ, რომ ჩვენ, მასწავლებლები, თითოეული მათგანით ვამაყობთ და გვჯერა, წინ უამრავი წარმატება ელით“.

ომალოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, მზია მუთოშვილი კი სიამაყით გვიმხელს, რომ 8 კურსდამთავრებული ეყოლებათ და მათგან ორი მედლის კანდიდატია: „წარმატებისა და ბედნიერი მომავლის მეტი რა უნდა ვუსურვო ჩვენს ბავშვებს. ვამაყობ, რომ სკოლას წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ შევიტყობთ მათი წარმატებების შესახებ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება