სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ვინ არის ყველაზე მკაცრი მასწავლებელი?
10-05-2025
-
+


მსოფლიოში ყველაზე მკაცრი მასწავლებლის დასახელება შეიძლება საკმაოდ სუბიექტური საკითხი იყოს. ეს დამოკიდებულია, კონკრეტული ადამიანების შეხედულებებსა და იმაზე, თუ რას უწოდებენ ისინი სიმკაცრეს. 

ზოგჯერ, ადამიანები მკაცრ მასწავლებლად ისეთ პედაგოგს მიიჩნევენ, რომელიც მოსწავლეებს მაღალ მოთხოვნებს უწესებს და დისციპლინას იცავს. ალბათ, ყველას ჰყოლია მასწავლებელი, რომელიც სხვებთან შედარებით, უფრო მომთხოვნი იყო. 

მაშ, ვინ იყო ან არის მსოფლიოში ყველაზე მკაცრი მასწავლებელი? - ამ საკითხზე ინფორმაცია მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ პედაგოგი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე მკაცრ მასწავლებლადაა აღიარებული. 

კეთერინ მოანა ბირბალსინგჰი (Katharine Moana Birbalsingh) ბრიტანელი პედაგოგი და განათლების სფეროში ცნობილი ფიგურაა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბრიტანეთის ყველაზე მკაცრ მასწავლებელს“. იგი 1973 წელს ახალ ზელანდიაში დაიბადა და დიდ ბრიტანეთში გაიზარდა. 

ბირბალსინგჰი განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ. მისი იდეები ხშირად თანამედროვე განათლების ზოგად მიდგომებს ეწინააღმდეგება.

მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტებია:

1. ის არის Michaela Community School-ის დირექტორი:

2014 წელს კეთერინ მოანა ბირბალსინგჰმა ლონდონში Michaela Community School დააარსა, რომელიც მკაცრი დისციპლინითა და მაღალი აკადემიური სტანდარტებით გამოირჩევა.

2. 2010 წლის კონსერვატიული პარტიის კონფერენცია:

ბირბალსინგჰი ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ბრიტანული განათლების სისტემა, განსაკუთრებით დაბალი სტანდარტების გამო, გააკრიტიკა. ამ გამოსვლის შემდეგ, მან სამსახური დაკარგა, თუმცა ეს მისი კარიერული წინსვლის წინაპირობა გახდა. 

3. განათლების რეფორმის მხარდამჭერია:

იგი აქტიურად საუბრობს ტრადიციული სწავლის მეთოდების, მკაცრი დისციპლინისა და განათლებაში მშობლებისა და მასწავლებლების მკაფიო როლის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბირბალსინგჰის მიდგომებს საზოგადოება არაერთგვაროვნად აღიქვამს. კერძოდ, მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მისი მიდგომები მოსწავლეების აკადემიური და სოციალური წარმატებისთვის აუცილებელი და ეფექტურია. ამავდროულად, კი, კრიტიკოსები თვლიან, რომ მისი პოლიტიკა ზედმეტად მკაცრი და კონსერვატიულია.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება