სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კვალიფიციური კადრები და მშობლებთან უკუკავშირის დადებითი პრაქტიკა - თბილისის №198 რესურსსკოლის მონიტორინგის ანგარიში
11-04-2025
-
+


etaloni.ge განაგრძობს სახალხო დამცველის ანგარიშის დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობას. დოკუმენტში საუბარი ეხება რესურსსკოლებსა და მათ შორის, თბილისის №198 რესურსსკოლას, სადაც  მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე 200 სსსმ მოსწავლე ირიცხება. სკოლას ჰყავს 22 ასისტენტი, საიდანაც 3 აღმზრდელია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია თბილისის №198 რესურსსკოლაში მომუშავე პერსონალზე: „მუშაობენ სპეციალური განათლების ან/და ფსიქოლოგიის მაგისტრის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტები და სუპერვიზორები, რომელთა კომპეტენციაც მაღალია და მუშაობის ხარისხზეც აისახება“.

მონიტორინის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა ჰოლისტური შეფასების დადებითი პრაქტიკა აქვს 198-ე სკოლას, სადაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა დამრიგებლებისთვის შეიმუშავეს შეფასების დამხმარე კითხვარები და სავარჯიშოების კრებული.

რაც შეეხება რესურსების არსებობას, სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, „განმავითარებელი რესურსების კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს თბილისის №200 და №198 საჯარო სკოლების პრაქტიკა. ამ სკოლებში სპეციალისტები და საგნის მასწავლებლები თავად ქმნიან მრავალფეროვან რესურსებს.  რამდენიმე სკოლაში დანერგილია სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დადებითი პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც ხდება სკოლის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა თუ რესურსებით უზრუნველყოფა.

როგორია მშობლებთან ურთიერთობის ფორმატი ? - თბილისის №198 საჯარო სკოლა წარმოადგინ მშობელთა ყოველწლიური გამოკითხვის ინსტრუმენტი - მშობელთა უკუკავშირის კითხვარი.

მონიტორინგის ფარგლებში სკოლამ წარმოადგინა გამოკითხვის ანალიზის ამსახველი დოკუმენტი, რომელსაც ისინი იყენებენ მშობელთა უკუკავშირის გასაგებად და სკოლის მომავალი წლის საქმიანობის პრიორიტეტის განსასაზღვრად.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის წარმომადგენლები პერიოდულად ხვდებიან მშობლებს მიმდინარე თემებთან დაკავშირებით, აწვდიან ინფორმაციას და იზიარებენ მათ ხედვას, დამოკიდებულებებსა და რეკომენდაციებს. მიუხედავად ამისა, ამ პროცესს ძირითადად ფრაგმენტული ხასიათი აქვს.

№198 სკოლაში მშობლებთან კომუნიკაციისთვის მიმართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მათ შორის, დონორული მხარდაჭერის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობით ატარებენ საერთო ღონისძიებებს, რომლებიც მშობელთა გაძლიერებას ემსახურება; ჩატარებული აქვთ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები. სკოლა ასევე იყენებს მშობლებისთვის შემუშავებულ ანონიმურ კითხვარებს, მათი მოსაზრებების გამოსავლენად და გასაზიარებლად

სკოლის ფსიქოლოგმა მონიტორინგისას მიუთითა მშობლების მხრიდან მომართვიანობის შესახებ. კლასის დამრიგებელი ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ მშობლებთან ხშირი ურთიერთობა აქვს, ატარებს სადამრიგებლო საათს, მშობელთა კრებას (სემესტრში ორჯერ). ინდივიდუალურად უფრო ხშირად ხვდება იმ მშობლებს, რომლებსაც თავად მოჰყავთ სკოლაში მოსწავლე. გარდა ამისა, აქვს მშობლებთან ინტერნეტ-ჩატი ყოველდღიური კავშირისთვის“.

აღსანიშნავია, რომ №198 საჯარო სკოლაში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა სხვა სკოლაში, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის პრობლემები. კერძოდ, №198 სკოლის დროებითი სასწავლო სივრცე მიუწვდომელი იყო შშმ პირებისთვის. მოსწავლეების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ძველი სკოლიდან გადმოსვლის გამო, რადგან, მათი თქმით, ძველი სკოლის შენობა გაცილებით მისაწვდომი და მორგებული იყო ბავშვების საჭიროებაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს განათლების სამინისტროს უზრუნველყოს ზოგადი განათლების სისტემაში არსებული რესურსსკოლების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით. ასევე, მოსწავლეებისა და სკოლების პერსონალისთვის კეთილმოწყობილი, სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნა; №198 საჯარო სკოლების ახალი ნაგებობის მშენებლობა.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში სრულად 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება