სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N102 საჯარო სკოლაში სასწავლო ჯგუფებთან შეხვედრა ჩატარდა
14-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

თბილისის N102 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  

თბილისის N102 საჯარო სკოლაში   ლიდერი მასწავლებლების - ნანა ხარაძისა და ია გაბუნიას ხელმძღვანელობით. შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და კოლეგებისთვის გაზიარება.

განხილვის თემა იყო: „კომპლექსური დავალების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლისათვის“, შეხვედრას კი ესწრებოდნენ: თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ხიდაშელი, თამარ ფაჯიშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა), მაია ჩიხლაძე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა), შორენა მუშკუდიანი (მათემატიკის კათედრა), ნინო სიხარულიძე (დაწყებითების კათედრა), მარიამ ჩორგოლიანი (ესთეტიკის კათედრა), ნათია კობახიძე, თაკო თეთვაძე (სპეციალური მასწავლებლები).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

პიროვნება
სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება