სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანი, რომლის მასწავლებლებსაც ახალი ვალდებულებები დაეკისრათ - დამტკიცდა „სამოქალაქო განათლების“ ზოგადი მოდული
09-06-2021
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით „სამოქალაქო განათლების“ ზოგადი მოდული დამტკიცდა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებებმა 2022 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ დანართთან.

მოდულის დასრულების შემდეგ პირს უნდა შეეძლოს:

  • დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური აქტორების როლისა და მოქალაქის ურთიერთმიმართების გაცნობიერება;
  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების გაცნობიერება;
  • თემში არსებული პრობლემის გადაჭრა.
მოდულის შემუშავება დაეფუძნა „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების“ შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2018 წლის 22 მაისის  რეკომენდაციას.

მოდულის განხორციელების ზოგადი კონცეფცია: მოდულის მიზანია პროფესიული სტუდენტისთვის საკვანძო კომპეტენციების გამომუშავება. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აუცილებელ, საჭირო აქტივობებში დაეხმარება. მესამე სწავლის შედეგის დასაწყისში პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ სტუდენტებს განუსაზღვრავს შესასრულებელ პრაქტიკულ დავალებას, რომელიც უნდა იყოს ფართო თავისი კონტექსტით და იძლეოდეს რამდენიმე გამოწვევის იდენტიფიცირების საშუალებას. პროფესიული სტუდენტები იდენტიფიცირებული გამოწვევებიდან ირჩევენ აქტუალურ გამოწვევას და აგროვებენ მის შესახებ ინფორმაციას. სასურველია პროექტი შესრულდეს მცირე ჯგუფებში (3-4 პროფესიული პროფესიული სტუდენტი), თუმცა პროექტის განხორციელება ინდივიდუალურ რეჟიმშიც შესაძლებელია. ჯგუფური ფორმატით დავალების შესრულების შემთხვევაში ჯგუფმა უნდა განსაზღვროს მისი თითოეული წევრის პასუხისმგებლობა პროექტის ამა თუ იმ კომპონენტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შემდეგი ეტაპების დაცვით: იდენტიფიცირებული გამოწვევებიდან აქტუალური გამოწვევის შერჩევა და დასაბუთება,გამოწვევის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება; სამოქმედო გეგმის განხორციელება; პროექტის შედეგების პრეზენტაცია. საბოლოოდ ფასდება პროექტის შედეგები/ანგარიში და მისი პრეზენტაცია. საბოლოო პროექტი წარმოადგენს მტკიცებულებას ჯგუფის ყველა წევრის შეფასებისათვის. შეფასების შედეგები ერთნაირია ჯგუფის ყველა წევრისათვის.პროფესიული სტუდენტის მიერ პროექტის ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევაში ფასდება პროფესიული სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტის შედეგები/ანგარიში და პრეზენტაცია.

მოდულში აღწერილი ყველა სწავლის შედეგი მიღწევადია, როგორც სააუდიტორიო, ასევე, დისტანციური სწავლების პირობებში.

მოდულში განსაზღვრულია საათების განაწილების სარეკომენდაციო მიდგომა -  საათების განაწილება წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებლის პრეროგატივას. პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის შესაბამისად, ერთი ECVET კრედიტის მიღწევა შესაძლებელია საშუალოდ, 25-30 საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათის პირობებში.

დანართი - სამოქალაქო განათლება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება