სიახლეები
სკოლები

„მე საქართველო ნაკუწ-ნაკუწ კი არა, მთლიანად მიყვარს“ - კირაჩმუღანლოს სკოლის მოსწავლე სამშობლოს სიყვარულზე
27-12-2017
-
+


                    სამშობლოს სიყვარული

„ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის ადამიანი უსუნო ვარდივით უაზროა,“- ამბობდა მაჰათმა განდი. მართლა მშურს ამ ადამიანის, რადგან თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის არ შეშინდა, ბოლომდე იბრძოლა და დაუბრუნა თავის ქვეყანას თავისუფლება.

გაინტერესებთ, ალბათ, მე რას ვფიქრობ სამშობლოს სიყვარულზე?

თუ მკითხავთ, რომელი უფრო მეტია დედამიწაზე არსებული ქვიშების რაოდენობა თუ ცაში ვარსკლავები, მე უმალ გიპასუხებთ: არცერთი ჩემი სამშობლოს სიყვარულზე მეტი არ არის!

დიახ, სამწუხაროდ, ჩემს მდიდარ სიტყვის ფუფუნებაშიც ის ვეებერთელა სიტყვები არ არის, რომ  მის მიმართ მგრძნობი დიდი აღტაცება, ღრმა ტრფობა გამოვხატო, მისი სახელის ყოველ გამოთქმაზე ძარღვებში სისხლი მეყინება.

ბევრი რამის თქმა ან წერა შეიძლება ამ თემაზე, საათობით ლაპარაკიც, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაიღლები, აღარ გინდა მეტი ლაპარაკი, გეზარება... მაგრამ ეს ის თემაა, უფრო სწორად ისე უზარმაზარი და წმინდა სიყვარულია, რომ ადამიანს არ ეზარება ამაზე ლაპარაკი. კარგი ლაპარაკი არ შემიძლია, მაშინ როგორ დავწერო, დავამთავრო ეს და ბოლოში ერთი წერტილი დავსვა? წერტილს იმ დროს სვამ, როცა აზრი დამთავრდა, მეტის დაწერას ვერ შეძლებ, მაგრამ ასეთი სუფთა ტრფობა როგორ დავამთავრო? გულიდან ისეთი არაჩვეულებრივი სიტყვები გამოდის რომ არ გჯერა, მე ეს სიტყვები საიდან ვიცი, ამაზე საოცარი არაფერი არის, ამას ერთი მიზეზი აქვს-წმინდა სამშობლოს ჯადოსნური სიყვარული.

მე საქართველო ნაკუწ-ნაკუწ კი არა, მთლიანად მიყვარს. აფხაზეთი ჩემი დიდი სიამაყე და ტკივილია. კარგად მახსოვს იმ წელი, როდესაც ძალით მომპარეს ჩვენი სულის დიდი ნაწილი, მსოფლიო ისტორიაში ეს პატარა ომია, მაგრამ ეს ის თარიღია, ჩვენს გონებაში და გახსენებაში ახლაც არ წაშლილა. მე მათ სვავები დავარქვი, რომელთაც ერთი პატარა ნაწილი მიწისთვის რამდენი პატრიოტი ახალგაზრდა, პატარა ბავშვი, მოხუცი ქალი დახოცეს. არასოდეს დავიწყდები იმ სისხლის ტბაში ჩამხრჩვალი პატიოსანი ახალაგაზრდები. მე სულ ვამაყობ რომ იმ პატიოსანი თაობის ახალგაზრდა ვარ, რომელსაც თავისი სამშობლობლოს დაცვისთვის, თავისი ცხოვრება მსხვერპლად შეუძლია შესწიროს.

რა უბედურებაა რომ პატარა ბავშებს არ ასწავლიან რა არის სამშობლო? საქართველო რას ნიშნავს შენს ოცნებაში ?იცით მე როდის გავიგე ეს? მე პირდაპირ ვამბობ, ბავშვობაშიდან არა! როცა შოთა რუსთაველი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე გავიგე, მათი სამშობლოზე დაწერილი უკვდავი ნაწარმოებები წავიკითხე, ლექსები ჩემს პატარა საოცნებო სამყაროში დიდ მზესავით გათენდა. როცა ღრმად წავიკითხე, ისინი სამშობლოს სიყვარულის ერთი ნაპერწკალი გულში ჩავიდე და ახლაც ღვივის. საქართველო, ჩემო მიწიერო და ზეციერო ტრფობავ, ერთხელ შეგიყვარე და შენს სახელი გულის ფიცარზე დავიწერე.

პოეტი არ ვარ, მაგრამ როცა ჯავახეთის ულამაზესი მთებიდან ჩემს კოხტა სამშობლოს გავყურებდი, ლექსი დავწერე.

                        ჩემო სამყარო

საქართველო  ჩემო, ნათელო სამყარო,

სიბნელეში  ჩემო, ანთებულო ლამპარო

შენი ტრფობა გულში ცხოვრობს ,და დღე და დღე იზრდება.

როცა ვფიქრობ ამაზე, უმალ გრძნობა მიჩნდება.

ღრმად იჭრება და ვამბობ:

ჩემო ცხოვრების მიზანო,

ჩემო ძარღვში სისხლო,

ჩემო კაშკაშა მზეო.

რა ბედნიერი ხარ რომ,ბევრი შვილი გაზარდე, შენს თბილ კალთაში,

შენი სუნი გახდა, ჩემი  სუფთა ჰაერი.

შენმა შვილებმა :ვახტანგმა,ერეკლემ ,და სხვებმა ....

ისტორია თავიდან დაწერეს თავიანთი სისხლით,

 მათი სული ჩვენთანაა  და მარად უკვდავი ჩვენთან იქნება.

ბევრი ნატვრა...ბევრი სურვილი  ... 

 საქართველოს დიდი ნაწილი: აფხაზეთი და ცხინვალი.მოგვპარეს ძალით,

 მაგრამ უნდა იცოდნენ: ნამდვილი ძალა ჩვენშია, ძალა კი ერთობაშია.

 მე ახლაც ვამბობ და მუდამ ვიტყვი:

 თავისუფალი ქვეყნის მომავალი ,მისი ჯანსაღი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების ხელშია.

 სამშობლო ჩემო ,ბრწყინვალებავ, სიბნელის ლამპარო.

ჩემს კალამს არ შეუძლია, არ აქვს იმდენი ძალა  რომ შენი სილამაზე აღწეროს,

ისეთი ნიჭიერი მხატვარი სადაა? რომ შენი უბადლო ბუნება დახატოს,

საიდან ვიპოვო მითხარი, ისეთი პოეტი რომ აკაკისავით ლექსი დაწეროს,

სადაა ისეთი ახალგაზრდა საქართველოში რომ თავის სურვილს არ მიაღწიოს,

შეუძლებელია რომ აქ ერთ ანგელოზს მაინც ფრთები გატეხილი ჰქონდეს!

 დამიჯერე ჩემო სამყარო! შენ ხარ ჩვენი:

არასწორ გზაში, უბნელეს ღამეში,

უძნელეს დროში,უდიდესი ნუგეში.

არ ვიცი როგორ წერია,

ჩვენი მომავალი ბედისწერა,

მაგრამ ის ზუსტად ვიცი,

ღმერთი სულ ჩვენთანა!                                                                          

ავტორი: კირაჩმუღანლოს სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მალაქ აშიროვა

''მე მალაქი ვარ, აზერბაიჯანელი გოგო, ჩემი სახელი ქართულად ანგელოზს ნიშნავს, ჩემი ფრთები ქართული ენაა''

ესსე, მცირე ნოველა, საკუთარი ლექსი - სამშობლოზე, ფოტოებთან ერთად გამოგვიგზავნეთ მისამართზე: etaloniganatleba@etaloni.ge 

P.S. სასურველია - საკუთარი ფოტოსთან ერთად, ოჯახის და სკოლის ფოტოებიც გამოგვიგზავნოთ. კონკურსი მთავრდება თებერვლის ბოლოს.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა“... - ისაუბრა თუ არა პრემიერმა მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებზე

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი

სამინისტრომ ტრენინგების ჩატარება უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება