სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ, ჩვენ თქვენით ვართ ძლიერნი!“ - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდ წარმატებებს მიაღწეს
23-12-2017
-
+


2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწეს - მათ ძლიერი კონკურენციის პირობებში, უმაღლესი ქულების მოპოვება შეძლეს.

„გილოცავთ, ჩვენ თქვენით ვართ ძლიერნი!“ - ამ სიტყვებით ულოცავენ სკოლის წარმომადგენლები მოსწვალეებს და ფინალურ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ: 

„2017-2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგებით, ინგლისურ ენაში საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელმა ნატა იმნაძემ მაქსიმალური 40 ქულით დაისაკუთრა, ხოლო 40-იდან 39 ქულა ამავე კლასის მოსწავლემ მანანა ებრალიძემ დაიმსახურა. მათი მასწავლებელი ეკა სიხარულიძეა. ისტორიის მეორე ტურში გადავიდა მეთერთმეტე კლასელი მაგდა ჭყონია, რომელმაც მაქსიმალური 39 ქულით მეოთხე ადგილი დაიმსახურა საქართველოს მასშტაბით, ასევე მეორე ეტურში გადავიდა მეთერთმეტე კლასელი ქეთევან იმნაძე. მათი მასწავლებელი ქეთევან მახარაძეა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეორე ტურში გადავიდნენ მეთორმეტე კლასელები - მანანა ებრალიძე, ნინო ტუღუში და თაზო წილოსანი, მათი მასწავლებელი ადელინა კილაძეა, ასევე მეორე ტურში გადავიდნენ მეთერთმეტე კლასელი მაგდა ჭყონია და ქეთევან იმნაძე, აღსანიშნავია, რომ ქეთევანმა რეიტინგით მე-14 ადგილი დაიკავა - მასწავლებელი თამთა კილაძე. ბიოლოგიის მეორე ტურში გადავიდნენ მეთორმეტე კლასელები - მანანა ებრალიძე და ნატა იმნაძე , - მათი მასწავლებელი მაია მშვიდობაძეა. რუსულ ენასა და ლიტერატურაში მეთერთმეტე კლასელი ნატა ოდილავაძე გადავიდა მაქსიმალური ქულით, მისი მასწავლებელი ნატალია ჭელიძეა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები ძლიერი კონკურენციის ფონზე მიიღეს. წარმატებები და ისევ წარმატებები საფინალო გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე!!!“ - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება