სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯუმის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
26-05-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან ჯუმის საბავშვო ბაღის სკოლის მომავალმა აღსაზრდელებმა გააცილეს. მიულოცეს სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატებული გზის გავლაუსურვეს.

მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს დირექციამ და პედაგოგებმაც და ემოციური წერილი მიუძღვნეს. 

„ჩვენო ძვირფასო მე-12 კლასელებო!
სიყვარულით და ემოციებით სავსე გემშვიდობებით! ხვალ, თქვენთვის სკოლაში, თქვენი ბავშვობის ბოლო ზარი დაირეკება; 
თითოეული თქვენთაგანისთვის სულ სხვა დილა გათენდება; ეს დილა უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზებისა და ათასგვარი გამოწვევების მარათონის დაწყებას შეგახსენებთ! 
თავგადასავლებით სავსე, წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო!“- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

თბილი სიტყვებით მიმართა კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორმა ირმა ბუკიამ და სკოლის დამთავრება კიდევ ერთხელ მიულოცა. 

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპიდან -უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას - ჯუმის საჯარო სკოლის ბუდიდან აფრენილო მერცხლებო!
თქვენ, ჩვენი სულის ნაწილი და მომავლის ათინათი ხართ!
არ დაივიწყოთ ის ცოდნის ტაძარი, სადაც  პირველად შედგით ფეხი და ცოდნის  მაუნჯებელი დიდოსტატების / თქვენი მასწავლებლების მეოხებით, 12 წელი თვალსაწიერს იფართოებდით. 
გახსოვდეთ, რომ თქვენ, ჩვენი ლოცვა და გაუხუნარი სიყვარული მოგყვებათ უკან!
წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური დამოუკიდებელი ცხოვრების ვრცელ  ასპარეზზე!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“- წერს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება