სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიდევ ერთი უჩვეულო „ბოლო ზარი“ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში
26-05-2021
-
+


მეთორმეტეკლასელთა სასკოლო ცხოვრების დასრულებისას, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, კიდევ ერთი უჩვეულო „ბოლო ზარი“ დაირეკა ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში. 

გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე განსაკუთრებით ემოციური იყო ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორის ლელა კირკიტაძის მიმართვა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.

„განსაკუთრებული მღელვარება და ამაღლებული განწყობა ახლავს ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინს, თუმცა გათვალისწინება, მსოფლიო პანდემიის პირობებში, იმ რეგულაციებისა, რომელზედაც დამოკიდებულია თითოეული თქვენთაგანის ჯანმრთელობა, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა.

მადლობას გიხდით, ჩემო უსაყვარლესებო, გონიერი გულის, მაღალი სულისა და იმ ღირებულებებისა და თვითშეგნებისათვის, რომელიც უპირველესად, თქვენს კეთილშობილებას უსვამს ხაზს. გილოცავთ სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, ჩემო უნიჭიერესებო და განსაკუთრებულებო.

უსაზღვრო ბედნიერებას, წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ! 

ვულოცავ თქვენს მშობლებს, დამრიგებლებსა და თითოეულ მასწავლებელს, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით თქვენი ფორმირებისა და აღზრდის საქმეში, ამ ლამაზ, სევდანარევ დღეს მათი ლოცვა შეგწეოდეთ. 

მუდამ ვეამაყოს თქვენით, იმ მიღწევებითა და ლამაზი ცხოვრებით, რომელსაც უდაოდ იმსახურებთ. მიყვარხართ და მეიმედებით, რამეთუ თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც მიზნის მისაღწევად აქვს სწორი ხედვისა და პრობლემათა გადაჭრისთვის ყველა საჭირო უნარჩვევა.

არ ვშიშობ, რომ ოდესმე გაგიჭირდებათ სირთულეებისა და გამოწვევებისათვის ფეხის აწყობა, რადგან უდიდესი გონებრივი განვითარების პოტენციალია თითოეულ თქვენთაგანში.

დარწმუნებული ვარ, გონივრულად გაართმევთ თავს უამრავ ახალ პერსპექტივას, ცოდნის მიღების ჟინი კიდევ უფრო გაღრმავდება თქვენში და შექმნით საუკეთესო, განსაკუთრებულ მომავალს ჩვენი ქვეყნის საიმედოდ. გეფერებით ჩემო უმცროსო მეგობრებო"ასე მიმართა სკოლის დირექტორმა ლელა კირკიტაძემ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება