სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ყველაფერი, რაც ბავშვის ბაღში დარეგისტრირებამდე უნდა იცოდეთ
02-06-2021
-
+


თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისათვის მალე დაიწყება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციის თარიღებისა და წესების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება. მანამდე კი მშობლებს რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალურ ინსტრუქციას აწვდიან. 

თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია წელსაც ელექტრონულად წარიმართება და ორ ეტაპიანი იქნება. 

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას შეძლებენ: 


  1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; 
  2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; 
  3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; 
  4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
  5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. (როცა ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი მშობელი);
  6. მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);
  7. სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kidsreg2020@gmail.com. ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა წარმოადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა, შესაბამისი დიაგნოზის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა 100 ან ფორმა 50) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე ( kidsreg2020@gmail.com) მოხდება შესაბამისი დოკუმენტების მიღება (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ, ასევე მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) ზემოთ მითითებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეები. 

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. 

 რეგისტრაციის გავლის შემდეგრა საბუთები უნდა წარვადგინო ბაღში და როდის?

რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა:        

2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული);
 
მშობლების პირადობის მოწმობის ასლი ;

ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;

დაბადების მოწმობის ასლი.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. 

აღნიშნული დოკუმენტები ბაღში სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე უნდა წარადგინოთ.

იხილეთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მშობლებს უჩნდებათ: 

როგორ უნდა მოვიქცეთუ ელექტრონულად ვერ მოვახერხე ბავშვის დარეგისტრირება?

ამ შემთხვევაში უნდა მიბრძანდეთ სასურველ ბაღში და დატოვოთ განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე. ადგილის გამოჩენის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხება მომლოდინეთა რეგისტრაცია.

რას ნიშნავს სარეზერვო სია?

საბავშვო ბაღში არსებული ადგილების შევსების შემდეგ, საბავშვო ბაღი საშუალებას აძლევს მშობლებს მათი შვილის მონაცემები დარეგისტრირდეს მომლოდინეთა სიაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღებში ბავშვების როგორც რეგისტრაცია, ისე გარიცხვა (რეგისტრაციის გაუქმება) მუდმივი პროცესია, ტრადიციულად, წლის განმავლობაში ჩნდება თავისუფალი ადგილები. ამ შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი ბავშვების მშობლებს უკავშირდება ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას და სთავაზობს ბავშვის რეგისტრაციას. მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ბავშვი ჩაირიცხება სასურველ ბაღში. ასევე, საბავშვო ბაღები სათათბირო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ადგილებს გამოყოფენ სექტემბრის პირველ რიცხვებში, რის შემდეგაც იწყება მომლოდინეთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახს ატყობინებს ბაღის ადმინისტრაცია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება