სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-05-2021
-
+


თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში „შექმენი ეკოგმირი“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ და National Geographic-სგან საჩუქარიც დაიმსახურეს.

„კონკურსის „შექმენი ეკოგმირი“ ფარგლებში 500-მდე ნამუშევარი შემოვიდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან, რისთვისაც გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს. თქვენი ნამუშევრები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და გვახარებს, რომ გარემოზე ზრუნვა თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

ყველა მონაწილე სკოლას გადაეცემა ეკოგმირის სპეციალური სერტიფიკატი მონაწილეობისა და საინტერესო ნაშრომების შექმნისთვის“, - წერია კონკურსის ორგანიზატორის ინფორმაციაში.

National Geographic -მა გამოავლინა დამატებით სამი ნამუშევრის ავტორები და მათ გადაეცემათ ჟურნალის სამი თვის უფასო გამოწერა. სწორედ მათ შორის არიან თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საჩუქარი მრავალფეროვანი ნამუშევრებისთვის დაიმსახურეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება