სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან გენდერული სტერეოტიპების თემაზე შეხვედრა გაიმართა
24-05-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში გენდერული სტერეოტიპების თემაზე შეხვედრა გაიმართა.

ხაბელაშვილების საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი სოფიკო ბრეგვაძე მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შევედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებსა და გამოცდილებაზე საუბრობდნენ.

„17 მაისს, ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში პირველი შეხვედრა გაიმართა. გენდერული სტერეოტიპების თემაზე, ამავე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე ესაუბრა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა ხაბელაშვილების სკოლის პედაგოგი- სოფიკო ბრეგვაძე.

მოსწავლეები და პედაგოგები თავადაც ჩაერთვნენ დისკუსიის პროცესში, ისაუბრეს საკუთარ მოსაზრებებსა და გამოცდილებაზე, გენდერული ნიშნით არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.

სკოლების მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემაზე, მსგავსი შეხვედრები კიდევ 5 მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში გაიმართება.
კონკურსით შერჩეული აღნიშნული აქტივობები იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მიერ, პროექტის ფარგლებში“  დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ .

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია პედაგოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება