სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს“ - გაიცანით, ფიქრია ფირცხალაიშვილი, თბილისის N64 სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი
24-05-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას თბილისის N64 საჯარო სკოლის უფროს სპეციალურ მასწავლებელს, ფიქრია ფირცხალაიშვილს აცნობს. პედაგოგი შემეცნებითი, აკადემიური, მოტორული თუ ფუნქციური უნარების გასაძლიერებლად მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობს. 

„პროფესია, რომელსაც ვემსახურები, ძალიან მიყვარს. ჩემი მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ვამაყობ, როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლეს დღეს ის გამოუვიდა, რაც გუშინ ვერ შეძლო. სწორედ პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია მიზნამდე მისვლა,“ - აცხადებს N64 სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი ფიქრია ფირცხალაიშვილი, რომელიც შემეცნებითი, აკადემიური, მოტორული თუ ფუნქციური უნარების გასაძლიერებლად მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობს. სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად კი ჯგუფურ მუშაობებსაც გეგმავს. აქტიურად ესწრება გაკვეთილებს და თვალს ადევნებს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას.

წარმატებული პედაგოგისთვის ყველაფერი ბავშვობაში ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარების“ წაკითხვის შემდეგ დაიწყო. ნაწარმოებში აღმოაჩინა, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები განსხვავებული შეგრძნებებითა და სამყაროს განსხვავებული აღქმით:

„სწორედ მაშინ გამიჩნდა უამრავი კითხვა: სად იყვნენ ეს ადამიანები, როგორი იყო მათი ცხოვრება, რატომ არ ჩანდნენ ჩემ გარშემო... ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ პირველკურსელი სოციალური თერაპიის სახლში მიმიყვანა, სადაც ასეთ ადამიანებზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. ჩემთვის ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. მეგობრებთან ერთად დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შემეძლო გამეკეთებინა, რომ ისინი საზოგადოებას დაენახა, მათი ხმა სხვებსაც გაეგოთ“.

დღეს წარმატებული პედაგოგი ჯერ კიდევ სტუდენტობისას იმდენად გაიტაცა ამ საქმიანობამ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ სფეროში დარჩა. შემდეგ იყო ბევრი ორგანიზაცია და ტრენინგი, იმუშავა დამხმარედ სკოლებსა თუ ბაღში და სწავლა-სწავლების პროცესში მიხვდა მთავარს - მუშაობას რეალური ცვლილებები ნამდვილად მოაქვს.

„ამის შემდეგ ბუნებრივად მოხდა ისე, რომ სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ავირჩიე. სწორედ ეს იყო ის პროფესია, სადაც შემეძლო ცვლილებები მომეხდინა. შემეძლო ჩემი პატარა წვლილი შემეტანა იმაში, რომ განსხვავებული აღქმისა და შეგრძნებების მქონე ადამიანების უკეთ დანახვა და გაგება შეგვძლებოდა“.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა და მათი სახელფასო პოლიტიკა, ფიქრია ფირცხალაიშვილი, თავისი სამაგისტრო განათლების შესაბამისად, უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს“,- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება