სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი მშობლიური სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენით“ - ქუთაისის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ გველესიანი მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა
24-05-2021
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ გველესიანი მე-12 კლასის მოსავლეებს სკოლის დასრულებას ულოცავს და კურსდამთავრებულებს ემოციური სიტყვით მიმართავს.

„ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო, დღეიდან კურსდამთავრებულებო! გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს, საშუალო განათლების მიღებისათვის განსაზღვრული პერიოდის დასრულებას. გილოცავთ და საგზლად კეთილი სურვილებს გატანთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულსა და ერთგულებას, წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში, სწავლასა თუ შრომაში, გისურვებთ შინაარსიან, ბედნიერ და მრავალმხრივ საინტერესო ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევთ თავს ყველა გამოწვევას, რომლებიც ცხოვრებაში შეგვხვდებათ (ერთ-ერთი მოულოდნელი გამოწვევა უკვე სახეზეა). მადლობა თქვენ, რომ ხართ ისეთები, როგორებიც ხართ, რომ შეგიძლიათ სიყვარული და მასწავლებელთა გაწეული ამაგის დაფასება. მადლობა მშობლებს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.

თქვენი მშობლიური სკოლა დაგილოცავთ ახალ ნაბიჯებს და ყოველთვის იამაყებს თქვენით! გვჯერა თქვენი წარმატებული მომავლის, ღირსეული მამულიშვილობის.

მეთორმეტეკლასელთა დამრიგებლებო ქალბატონებო შორენა  და ირმა, მეთორმეტეკლასელთა მასწავლებლებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალი გამოშვება გქონებოდეთ, ძნელი მისახვედრი არ არის თქვენი და მოსწავლეების დღევანდელი განცდები, თუმცა თაობათა ცვლა უწყვეტი ყოფილიყო ჩვენს სკოლაში, სექტემბერში კვლავაც ჩვეული შემართებითა  და ღირსეულად მივიღოთ პირველკლასელები ხოლო, მომავალ ამ დროს გავაცილოთ მომავალი მეთორმეტეკლასელები“, - აცხადებს დირექტორი ტარიელ გველესიანი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება