სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატებებს გისურვებთ, წარმატებულთა შორის“ - ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
24-05-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერაგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი დაირეკა ვანის N1 საჯარო სკოლაში. სრულიად სასკოლო საზოგადოებამ უსაყვარლესი მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე სევდანარევი სიხარულითა და დიდი სიყვარულით გააცილა.

„კიდევ ერთხელ, მოგილოცავთ, ბავშვებო, სკოლის დასრულებას. წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ მუდამ. თქვენმა წინამორბედებმა არაერთხელ ასახელეს ჩვენი სკოლა, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მასშტაბით. უდიდესი სურვილი მაქვს, ეროვნულ გამოცდებზე გაიმეოროთ ის შედეგები!!!

დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ დასახული მიზნის მიღწევას და პროფესიონალ კადრებად მოევლინებით 21-ე საუკუნის საქართველოს.

წარმატებებს გისურვებთ, წარმატებულთა შორის“, - ასე, ემოციურად გამოემშვიდობა უსაყვარელს ბავშვებს ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ვალერი კანკაძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება