სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღსაზრდელთა რეგისტრაცია 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება - ინფორმაციას რუსთავის ბაღების გაერთიანება ავრცელებს
24-05-2021
-
+


რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებით, რუსთავის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გაერთიანების განცხადებით, რეგისტრაციის აღნიშნული ვადები პრიორიტეტულად მიჩნეულ კატეგორიებს ეხება.

ყველა სხვა კატეგორიისთვის რეგისტრაციის ვადა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
1. მრავალშვილიანი ოჯახი - ოთხი ან მეტი შვილი.

ამავე კატეგორიას მიეკუთვნება მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმე დედაც.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.

2. დედმამიშვილები
განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
ამ პრიორიტეტით ვერ ისარგებლებს 2020-21
სასწავლო წლის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელის დედმამიშვილი.

3. დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები.
წარმოადგინეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი,
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

4. მარტოხელა მშობლის შვილები.
წარმოადგინეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
სტატუსის დამადასტურებელი ცნობა იუსტიციის სახლიდან.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები:
მშობელმა უნდა წარმოადგინოს სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც განსაზღვრავს პირის სპეციალურ საჭიროებას.
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

6. მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები:
განცხადებას უნდა დაერთოს ხელშეკრულება, რომ ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.
მიმღები მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი

7. ბაღის თანამშრომელთა შვილები:
განცხადებას დაურთეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში განცხადებით ჩარიცხული ბავშვების მშობლებმა უშუალოდ ფილიალში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • 2 ფოტოსურათი (3x4)
  • ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ,,სამოქალაქო სერვისების განვითარებისს სააგენტოს''(იუსტიციის სახლი) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
განცხადებების მიღება მოხდება კოვიდ-19 პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელა რეგისტრაცია ივნისის დასაწყისში გამოცხადდება. დეტალებს სააგენტო მოგვიანებით გაასაჯაროებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება