| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რას იყენებთ ზამთარში გასათბობად? - ამ კითხვით ზედა ბზვანის მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობას მიმართეს.
მოსახლეობის პასუხებიდან გაირკვა, რომ მოსახლეობის 95% გასათბობად შეშას იყენებს, დარჩენილი 5% კი გაზს.
გამკითხვის შედეგად გამოიკვეთა პრობლემები. მთავარი პრობლემა უსახსრობა და მიუვალი ტყეებია. ერთ ოჯახს ზამთარში დაახლოების 4-5მ3 სჭირდება, რაც სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული (500-600 ლარი).
მოსახლეობა ძირითადად თხმელასა და ეკლის ხეს იყენებს. ასევე იყენებდნენ თხილის ნაჭუჭს. თხილის ნაჭუჭის შეძენა უფრო იაფი ჯდება,რაც მოსახლეობისთვის დიდ შეღავათს იძლევა.
თუმცა წელს თხილის მწირე მოსავლიანობის გამო ვერ მოახერხეს თხილის ნაჭუჭის შეძენა.
სკოლის მოსწავლეების თქმით, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი, რათა შენარჩუნდეს ტყე. ეს შეიძლება მოხერხდეს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფებით:
„ამ შემთხვევაში მოსახლეობა გასათბობად დენს ან გაზს გამოიყენებს. ტარიფის სიძვირის გამო მთლიანი დატვირთვა შეშაზე მოდის.“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი