| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ორგზის ევროპის ჩემპიონი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ირანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი შოთაძე ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გიორგი შოთაძე ორგზის ევროპის ჩემპიონია ის ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიდა და მის რიგებში ადგილი, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, სწრაფად დაიმკვიდრა:
„ირანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გიორგიმ წარმატებას მიაღწია 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ირანში ჭიდაობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ფინალში გიორგის ორთაბრძოლა მოუხდა ირანელ სპორტსმენთან, რომელიც თავდაპირველად ხუთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ გიორგი არ დანებდა და თითქმის წაგებული ორთაბრძოლა 14:5 დაასრულა.“
გიორგი ამჟამად საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადება და საწვრთნელ შეკრებას ნაკრებთან ერთად გადის.ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“