TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ უნდა ატარებდნენ ბავშვები მეტ დროს ბუნებაში? - 6 სარგებელი
08-05-2021
-
+



ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, ედვარდ უილსონმა ბიოფილიის თეორია შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც ადამიანები ბიოლოგიურად ესწრაფვიან ბუნებასა და გარემომცველ სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერ დონეზე ჩვენ მუდმივად ვეძებთ ცოცხალ ორგანიზმებთან კავშირებს და მათთან დიალოგის დამყარებას ვცდილობთ. 

თუმცა უკვე დღეს, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ ეპოქაში უამრავი მშობელი ბიოფილიის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს. ისინი სრულიად განსხვავებულ რეალობას ხედავენ -  მათი შვილები ბუნებაში დროის გატარებით სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან და უპირატესობას კომპიუტერის, ტელევიზორის, სმარტფონისა თუ პლანშეტის ეკრანის წინ ჯდომას ანიჭებენ.

მკვლევრების აზრით, ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოჭრილმა სოციალურმა მედიამ და ვირტუალურმა რეალობამ უამრავ ბავშვში ბუნებასთან ურთიერთკავშირის დამყარების სურვილი საგრძნობლად დააქვეითა, უარეს შემთხვევაში კი სრულად გააქრო.

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი რიჩარდ ლუვი, წიგნში „უკანასკნელი ბავშვი ტყეში“ გვიზიარებს თანამედროვე ბავშვების მოსაზრებებს, რომლებიც თვლიან, რომ სახლში დროის გატარება გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტულია, ვინაიდან აქ მათ ყველანაირ ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ რესურსზე მიუწვდებათ ხელი. ავტორი ამ ფენომენს ,,ბუნების დეფიციტის აშლილობას“ უწოდებს და მის უარყოფით შედეგებზე მსჯელობს.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული ყველა კვლევა ბავშვებში საეკრანო დროის ზრდაზე მეტყველებს - ისინი საშუალოდ 7 საათს ტელეფონთან და კომპიუტერთან ატარებენ, ხოლო ბუნებრივ გარემოში მხოლოდ 4-დან 7 წუთამდე იმყოფებიან. 

ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების როლი სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც ხშირად ბავშვის რეალური, ორგანული სამყაროსგან მოწყვეტის მიზეზი ხდება. არადა, ბუნებას ჩვენი შვილების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

ბუნების წიაღში დროის გატარება ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით:

•    ის ხდება მეტად პასუხისმგებლიანი

ბუნებრივ გარემოში ყოფნისას ბავშვები გარემომცველი სამყაროსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ პასუხისმგებლობის აღებას სწავლობენ. ისინი იაზრებენ, რომ ფლორასა და ფაუნაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. ეზოში, სკვერსა თუ ტყეში დროის გატარების შემდგომ პატარები აცნობიერებენ, რომ ცოცხალი არსებები განადგურდებიან, თუკი მათ არასათანადოდ მოვეპყრობით. მაგალითად, მათთვის ცხადი ხდება, რომ თუ ყვავილს არ მოვრწყავთ, ის აუცილებლად დაჭკნება.  

•    იზრდება დამოუკიდებლობის ხარისხი

ეზოსა თუ ტყეში თამაშისას ბავშვი საკუთარი სხეულის ფლობასა და გაკონტროლებას სწავლობს. გარდა ამისა, ის ემოციურ ავტონომიურობასაც ივითარებს - გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და ახალ გამოწვევებსაც მეტი თავდაჯერებულებით უმკლავდება. 

•    უმჯობესდება სოციალური კავშირები

ბუნებრივ გარემოში ყოფნის დროს ბავშვი თანატოლებთან რეალურ ურთიერობებს ამყარებს. ვირტუალური სივრცისგან განსხვავებით, ცოცხალი ურთიერთკავშირი პატარას უნიკალურ შესაძლობას აძლევს შეიძინოს მეგობრები, ისწავლოს გარშემომყოფებთან თანამშრომლობა, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, გახდეს ტოლერანტული და ემპათიური. ეზოში თამაშისას ბავშვი აღარ არის ოთხი კედლით შემოსაზღვრული - ის აკვირდება სხვათა ქმედებებს და ამჩნევს, რომ არსებობს განსხვავებული ღირებულებები, განწყობები და რეაქციები. ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებითა და საკუთარი თავის გამოვლენით ბავშვები მნიშვნელოვან სოციალურ გამოცდილებას იძენენ, რაც მათი პიროვნულ განვითარებას უზრუნველყოფს.

•    მდიდრდება ბავშვის ემოციური სამყარო

ბუნება მცირეწლოვან ბავშვში ყველა იმ უნიკალურ შეგრძნებას აღვიძებს, რომელსაც ვერც ერთი სხვა გარემო სრულად ვერ უზრუნველყოფს. შესაძლოა, კომპიუტერული ვიდეოთამაშები, ერთი შეხედვით, მეტად მასტიმულირებელი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ბუნებასთან კონტაქტი გაცილებით ბევრ გრძნობასა და ემოციას ააქტიურებს: თავისუფალ გარემოში პატარები ხედავენ და აკვირდებიან პეიზაჟებს, ისმენენ გარემომცველი სამყაროს ხმებს, ყნოსავენ ყვავილებს და ეხებიან ცხოველებს, მცენარეებს, ბალახს, ნიდაგს, ქვიშას. ეს ყოველივე ბავშვების ემოციურ გამოცდილებას უფრო მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის. 

•    ვითარდება შემოქმედებითი უნარები

სახლში თამაში ხშირად სტრუქტურირებული და წინასწარ განსაზღვრულია, ბუნება კი პატარას შესაძლებლობების გამოვლენის გაცილებით ფართო სპექტრს სთავაზობს. თავისუფალ სივრცეში ბავშვი გაცილებით დიდი მონდომებით შეიმეცნებს და იკვლევს სამყაროს. შედეგად, მას წარმოსახვის უნარი უვითარდება და ხშირად გენიალური, კრეატიული იდეებიც ებადება. 

•    უმჯობესდება იმუნიტეტი

შენობებსა და დახურულ სივრცეებში ბავშვები გარემოსამყაროსთან და მზის სხივებთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ, რაც D ვიტამინის დეფიციტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბუნებაში დროის გატარება ბავშვის ორგანიზმს ვირუსებისა და სხვადასხვა ინფექციის მიმართ მეტად გამძლეს ხდის, რაც დღეს, კოვიდპანდემიის რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია.  

მიუხედავად იმისა, რომ ურბანული სამყაროს გიჟური ტემპი და ტექნოლოგიების შეუქცევადი აღმავლობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მკლევრები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბუნება უალტერნატივო სივრცეა, რომლის  წიაღში ყოფნაც ბავშვს ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაში ეხმარება.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება