სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ გავხადოთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების პროცესი სახალისო“ - ობუჯის თემის N1სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელმა ნინო მიქავამ  ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე: „როგორ გავხადოთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების პროცესი სახალისო“.

გაკვეთილის მიმდინარეობისას მე-10 კლასისა და მე-11 კლასის ჯგუფები შეიქნა. მათ უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გაუნაწილდათ სამუშაოც. მეთერთმეტეკლასელთა გუნდს მასწავლებელი მარინე ფიფია ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები სრულიად ახალი ამოცანის წინაშე დადგნენ, რაც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან. ორივე ჯგუფს სხვადასხვა სირთულის კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი. მოსწავლეებს დაევალათ დაესაბუთებინათ თავიანთი პასუხების სისწორე, შეევსოთ კროსვორდი, ეპოვნათ პერსონაჟთა სამშობლო რუკაზე, შეესაბამებინათ აფორიზმები პოემის გმირთათვის, ეპასუხათ ბლიც-შეკითხვებზე და  წარმოედგინათ თავიანთი შექმნილი რესურსები.

პროექტის სასწავლო მიზნები  შემდეგნაირად განისაზღვრა: 

1. ცოდნის შეძენა-გაღრმავება;
2.  საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარება; ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბება;
3. ინფორმაციის მოძიების, დახარისხების ჩვევების გამომუშავება; 
4. თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარება; 
5. სასწავლო რესურსების შექმნა.

შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა და მასში ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული. ჯგუფებმა „ვეფხისტყაოსნის“ ღრმა ცოდნა და მსჯელობა-დასაბუთების კარგი უნარი გამოავლინეს.

„ამ პროექტმა შეძლო მოსწავლეთა დაინტერესება და ცოდნათა ურთიერთდაკავშირება ანუ მათი კომპლექსურად გამოყენება. რაც მთავარია, მოსწავლე გახდა სასწავლო პროცესის სუბიექტი,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება