სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს
04-05-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს. 

სკოლის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2019 წელს მოსწავლეებმა აღნიშნული ტერიტორია საგულდაგულოდ დაასუფთავეს და ნარჩენებისგან გაწმინდეს, მაგრამ წელს მათ ბევრად უარესი მდგომარეობა დახვდათ. 

„ყველა ბავშვის გულში ნამდვილად იყო იმედი, რომ ამ გზებზე ნაგავს აღარავინ გადაყრიდა, რომ ადამიანები გარემოს მიმართ სულ მცირედ პასუხისმგებლობას მაინც იგრძნობდენ და უბრალოდ არ მოისვრიდენ ცარიელ ბოთლებს, ცელოფნებსა და მათ შორის საკუთარი სახლებიდან გამოტანილ უბინძირეს ნაგავს. 

არ გვინდა გვჯეროდეს, რომ წლები ვერაფერს გვასწავლიან. შეუძლებელი ადამიანების დაუდევრობამ გული არ გატკინოს.შეუძლებელია ამას მშვიდად უყურო და არაფერი თქვა ან მოიმოქმედო!

ორი წლის შემდეგ, ჩვენი ბავშვები ისევ შეიკრიბნენ.ისევ საკუთარი სახსრებით და ძალებით,  უზომოდ დიდი მონდომებითა და  უკეთესი გარემოს ხილვის სურვილით შეესივნენ  იმ გზისპირებს, უფროსები რომ ყოველ დღე აბინძურებთ. 

საქმე და საშრომი იმდენად ბევრი იყო მართლა მხოლოდ სოფლამდე მოვედით. მოსახლეობაში შემოსვლის ძალა არც ბავშვს აღარ ჰქონდა. ამიტომ გთხოვთ მოსახლებაში, უბნებში თვითონ მაცხოვრებლემა გაიმეტოთ თითო საათი. 
ჩვენი სოფლის მკვიდრებო და სტუმრებო, გთხოვთ პატივი ეცით ამ ახალგაზრდების შრომას. ნუ ჩაკლავთ მათში საქმის კეთების და უკეთესი მომავლის იმედს! ჩვენც შეგვიძლია პატარებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლოთ!“ - აღნიშნული სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება