სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მოგზაურობა ლაპლანდიაში - სად მდებარეობს სანტას საიდუმლო საცხოვრებელი და სახელოსნო
01-01-2018
-
+


ლაპლანდია – ზღაპრული პროვინციაა, რომელიც ფინეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. 

ამ ადგილებში, თავისი პირველყოფილი ბუნებით – ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით, ყოველ ახალ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ოცნებობენ ადგილობრივი სილამაზით დატკბობაზე და ბავშვობის შორეულ ზღაპარში აღმოჩენაზე.

ბავშვებისთვის კი ეს გახლავთ საშუალება, ცოცხლად იხილონ ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და შვედი მწერლის – სელმა ლაგერლეფის წიგნებში აღწერილი ადგილები.

ზამთარში  როვანიემი  ლაპლანდიის ყველაზე საყვარელი კურორტი ხდება დიდებისთვის და პატარებისთვის – სწორედ აქ ატარებს უდიდეს დროს საშობაო სამზადისში სანტა კლაუსი.

სწორედ აქ, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სანტა კლაუსის ცნობილი სოფელი.
ცნობილია, რომ სანტა კლაუსის წარმოშობის ისტორია წმინდა ნიკოლაუსს უკავშირდება. ეს ქრისტიანი წმინდანი სიცოცხლეში მალულად ეხმარებოდა უპოვრებსა და ბავშვებს. 



ლეგენდის თანახმად, სანტას საიდუმლო საცხოვრებელი და სახელოსნო, სადაც საშობაო საჩუქრები მზადდება, მდებარეობს მთა კორვატუნტურიზე. მაგრამ, ვინაიდან  საიდუმლო ადგილსამყოფელის შესახებ ხმა დაირხა, სანტამ გადაწყვიტა ხალხში გამოცხადებულიყო და საამისოდ პოლარულ წრეზე, როვანიემისთან მახლობლად შეარჩია ადგილი.

ლაპლანდიის პატარა სოფელში, სანტამ დააფუძნა თავისი რეზიდენცია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სანტა კლაუსი აქ ყოველდღე მოდის, იღებს სტუმრებს, კითხულობს წერილებს და  იგებს, თუ რაზე ოცნებობენ ბავშვები და როგორი საჩუქრების მიღება სურთ საშობაოდ.

ზამთარში, სოფლის მოედანზე უამრავ გორაკებს აგებენ, საიდანაც სრიალი უფასოა. სოფლის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დროშებით რთავენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი.

კაბინეტში მოხვედრა ოფისის გრძელი დერეფნის გავლით არის შესაძლებელი, სადაც სანტა და მისი უცვლელი დამხმარეები – გნომები – სიხარულით იღებენ სტუმრებს. ვიზიტისთვის განკუთვნილ დროში უნდა ეცადო მოუთხრო სანტას, თუ რა არის შენს ცხოვრებაში უმთავრესი, ჩაიფიქრო სურვილი და მოკალათდე მის გვერდით.



მასთან ურთიერთობა რთული სულაც არ არის, რადგან სანტამ უამრავი უცხო ენა იცის. კარგ და დამჯერე ბავშვებს სანტა ასაჩუქრებს.

ეს გახლავთ ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო სანტა კლაუსის ოფისის სტუმრობის შემდეგ. აქ შეგიძლია შეუკვეთო წერილი სანტასგან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წერილის შედგენასა და გაგზავნაში მხიარული ელფები დაგეხმარებიან. აქვე იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების წერილებს და შემდეგ გადასცემენ სანტას.

საინტერესო სტატისტიკა: 1980 წლიდან სანტა კლაუსმა 16 მილიონზე მეტი წერილი მიიღო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება