სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იფარის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
26-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, მოგროვილი პოლიეთილენის ნაწარმი კი სანაგვე ურნებში მოათავსეს. ამით მათ ხაზი გაუსვეს, რომ პოლიეთილენის ნიადაგის ზედაპირზე, მინდორში, ხევში, ან სულაც მდინარეში ჩაყრა ან დაწვა არ შეიძლება.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ დედამიწა ადამიანის სხეულივით მგრძნობიარეა, რომ მისი „ცისფერი თვალები“ პლანეტის ზღვები და ოკეანეებია, ფილტვებს მწვანე საფარი წარმოადგენს, მაღალ-მაღალი მთები და მდინარეები კი მისი გული და სისხლ-ძარღვებია. ბავშვებმა ატმოსფერო ადამიანის კანს შეადარეს, რომელიც, თითქოს, ცალკე ორგანოს გამოკვეთილად არ წარმოადგენს, მაგრამ ერთობ მტკივნეულად კი აღიქვამს ყველა იმ მავნებლობას, რაც, სამწუხაროდ, მის საფარქვეშ, ანუ სხეულში - დედამიწაზე ხდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, წაიკითხეს მშვენიერი სიტყვები და ლექსებიც. 

„მთავარი კი მაინც იფარის საჯარო სკოლის დირექტორის, პედ. კოლექტივის, მოსწავლეებისა და მომსახურე პერსონალის, ასევე, თემის ზოგიერთი წარმომადგენლის უანგაროდ დაღლილი და ბოლოს დაჭუჭყიანებული ხელები იყო,“ - წერია ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება