| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც განსაკუთრებულად აღინიშნა ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლაში.
„აქ, ამ პატარა მყუდრო ბიბლიოთეკაში, ყოველგვარი პომპეზურობისა და ხმაურის გარეშე, წიგნების სამყაროში, გაიმართა ფოტოკონკურსის - „გარდაისახე წიგნის გმირად“ მონაწილეთა დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ფოტოკონკურსის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია გახლდათ - მონაწილეებს უნდა გადაეღოთ ფოტო, რომელშიც დაემსგავსებოდნენ მათ მიერ შერჩეულ წიგნის გმირს. რა სახით მოხდებოდა ეს - კოსტიუმით, გრიმითა თუ სხვა - ამაში არ იყვნენ შეზღუდული. ბავშვები აქტიურად ჩაებნენ ამ საინტერესო და შემოქმედებით ხასიათის საქმიანობაში, რომელმაც პანდემიური ყოფა უფრო სახალისო გახადა; განსაკუთრებით გამოირჩეოდა X კლასი - დამრიგებელთან ერთად, ყველაზე აქტიური კლასის ნომინაცია დაიმსახურა.
შემდეგი ეტაპი ლიტერატურული ვიქტორინა იყო, მიზანი კი - წლის საუკეთესო მკითხველის გამოვლენა გახლდათ. ეს საამაყო ტიტული და საპატიო პრიზი - გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველით“ - მეათე კლასის მოსწავლემ - ნინო კოპალიანმა დაიმსახურა.
უამრავი წარმატება მას! გვიმრავლოს წიგნის მოყვარული და განათლებული თაობა საქართველოში“, - აღნიშნულია ხონის N4 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ