სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები წიგნის ჩუქების ტრადიციას აგრძელებენ
26-04-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ტრადიციულად წიგნის ჩუქების დღეს შეუერთდნენ. ეკოკლუბელები სოციალურ საწარმო გუმბათის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, წაკითხული წიგნები განიხილეს და მეგობრებს წიგნები უსახსოვრეს. 

„23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, ამ დღეს  საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა, მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ეს დღე საქართველოში წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, მით მეტი წიგნის მკითხველი გვეყოლება, მით მეტად გახდება წიგნის კითხვა შინაგანი მოტივაცია და მოთხოვნილება.

გიორგი კეკელიძის წამოწყებას გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ყოველწლიურად უერთდება, ამჯერადაც  შეუერთდა, ისინი შეიკრიბნენ სოციალურ საწარმო გუმბათის ბიბლიოთეკაში, ისაუბრეს, იმსჯელეს წაკითხული წიგნების შესახებ, შემდეგ კი მეგობრებისთვის წიგნები დატოვეს, მაისის თვეში გვექნება დისკუსია, სადაც ნაჩუქარი წიგნების შესახებ უნდა ვისაუბროთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება