სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხარაგაულის მერია „ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს
05-12-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ხარაგულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ხარაგაულის კინოთეატრში გამართულ ღონისძიებას ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე დაეუფლა.

ის თავის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„ძალიან ბედნიერი ვარ. სამეულში გასვლას ვფიქრობდი, თუმცა გამარჯვებას ნამვილად არ ველოდი. სიტყვებით შეუძლებელია ამ სიხარულის, ამ ემოციის გადმოცემა. მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, ბევრი იშრომონ და შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. ძალიან ბევრი რამ გავაკეთე ამ გამარჯვებისთვის და მადლიერი ვარ, რომ დამიფასდა. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორსა და წამყვანს და შემოქმედებით გუნდს.“

ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი:

„იქ, სადაც „ეტალონი“ ჩადის, როგორც ყოველთვის, სიხარულია. დღესაც მე ვნახე გახარებული ხარაგაულელები და რაც მთვარია, მოტივირებული ახალგაზრდები. პროექტი „ეტალონი“ მომავალი თაობის განათლებას ემსახურება. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი საქართველოსთვის გამორჩეულად პატრიოტულ საქმეს აკეთებს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ვფიქრობ, მისი მოღვაწეობა ყველა საჯარო მოხელის თუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გამოკვეთილად მხარდაჭერილი უნდა იყოს. რაც მთავარია, უნდა დაინტერესდნენ მედიასაშუალებები და „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში უნდა დაბრუნდეს, რადგან ეს ხალხის მოთხოვნაა. დღეს ხარაგაული შეუერთდა ამ მოთხოვნას. მე როგორც პარლამენტის წევრი, გამორჩეულად ვუჭერდი და ვუჭერ მხარს ამ პროექტს, მის სატელევიზიო ფორმატს.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ინტელექტ-ჩემპიონატში პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს პორტატულ კომპიუტერებს გადასცემს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე:

„ეს დღე ხარაგაულელი მოსახლეობისთვის ამ წელიწადიში ერთ-ერთი ბედნიერი დღეა და ვულოცავ ყველა ხარაგაულელს. ქვეყანაში შემეცნებითი, გასართობი მიმართულებების შიმშილია. „ეტალონი“ სწორედ ამ ცარიელ სივრცეს ავსებს და ავსებს ძალიან მაღალი ხარისხით - ინტელექტით, მოსწავლეთა დიდი აქტივობით. რაც მთავარია, ამ პროექტისადმი უზარმაზარი ინტერესია არამხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან. დღევანდელ ღონისძიებაზე ყველა სკოლიდან იყო წარმომადგენელი - ან დირექტორი, ან მასწავლებელი, ან მოსწავლე. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“, რომ ასეთ არაჩვეულებრი საქმეს აკეთებს.“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც წლებია ხორციელდება. მთავარია, ეროვნულია, პატრიოტულ მოტივებზეა. ასეთი პროექტები ხელს უწყობს გონიერი, ინტელექტუალური თაობების ჩამოყალიბებას. ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ, მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალურია. ბუნებრივია, ხარაგაულის მხარდაჭერა „ეტალონს“ მომავალშიც ექნება.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე:

„ძალიან ბედნიერი ვარ. გამარჯვებული მოსწავლის ემოცია გადამედო. არ შეიძლება, არ გიხაროდეს ახალგაზრდების წარმატება, მათი, ვისთვისაც ვშრომობთ, ვისიც არის ხვალინდელი დღე. „ეტალონი“ ამ მხრივ ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან ემსახურება მომავალი თაობის განვითარებას, განათლების სფეროს. ეს კი უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ბედნიერი დღე სწორედ განათლებულმა ახალგაზრდებმა უნდა შექმნან. ასეთ დიდ საქმეს აკეთებს „ეტალონი“ და მას აუცილებლად უდა დავუჭიროთ მხარი.“ 

მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე:

„დღეს ხარაგაულში ცოდნის დღესასაწაული იყო. მადლობა ბატონ გოჩას და „ეტალონს“, რომ ჩვენს უფერულ ცხოვრებაში ხალისი და სინათლე შემოაქვს. მადლობა, რომ ყოველთვის ახალ-ახალ პროექტებს სთავაზობს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს. ამ პროექტებით ჩვენს ყოველდღიურობას ინტერესს და მოტივაციას მატებს.“

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე:

„ლიზა ბარბაქაძე ძალიან კარგი მოსწავლეა, ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობს, ათოსანია, საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისთვის კომპიუტერი მიიღო. ნიჭიერი გოგოა, წერს ლექსებს. ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, მისი უფროსი და ჩვენი მოსწავლე იყო, ახლა კომაროვში სწვლობს, ჰყავს უმცროსი დაც, რომელიც ძალიან ნიჭიერია. რაც შეეხება „ეტალონს“, პოპულარული და საინტერესო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს ცონდის გამოვლენის საშუალებას აძლევს.“

„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლიზა ბარბაქაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება