სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
26-04-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასში პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით წლის განმავლობაში სტატუსით გათვალისწინებული სავალდებულო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - Past simple/წარსული განუსაზღვრელი დრო.

გაკვეთილს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისურის ენის წამყვანი მასწავლებელი, თამარ სამსონიძე უძღვებოდა. 

საგაკვეთილო პროცესს დაკვირვების მიზნით ღების საჯარო სკოლის დირექტორი, ნუნუ ლობჯანიძე ესწრებოდა. 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეები გაცნობოდნენ ფორმობრივ გააზრებას,ზეპირ თუ წერილობით ინტერაქციებში გამოყენებას, წესიერ ზმნებსა და მათი ფორმების წარმოებას, არაწესიერ ზმნებსა და მათი ფორმების წარმოებას, წესიერი და არაწესიერი ფორმების გამოყენებას მტკიცებით,კითხვითსა და უარყოფით წინადადებებში.

გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს წინადედების წარმოება, წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება, ენობრივი უნარ-ჩვევების დაცვა, სიტყვათა წყობა მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში, ფლეშბარათებზე (flashcards) წესიერი და არაწესიერი ზმნების გამოცნობა, წესიერი და არაწესიერი ზმნების ჩასმა სამუშაო ფურცლებში/მცირე ილუსტრირებულ ტესტებში.

მასწავლებელმა გაკვეთილის დასაწყისშივე მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის თემა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგი,ქცევის წესები და საგაკვეთილო შეფასების რუბრიკები, რათა გაკვეთილის  ბოლოს მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგის შეფასება გამჭირვალე ყოფილიყო.
 
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება