სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოირგე დედამიწის როლი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
23-04-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. მე-10ა და მე-10ბ კლასებში პედაგოგის, ფაქიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალების - „მოირგე დედამიწის როლი“ პრეზენტაცია გაიმართა.  

თავად პედაგოგმა მონოლოგი -„დედამიწის მიმართვა ადამიანებს“ შთამბეჭდავად წაიკითხა.  

ამის შემდგომ, მოსწავლეებმა საინტერესო ესსეები წარმოადგინეს. მათ დედამიწის გასაჭირი წარმოაჩინეს და მის დასაცავად მზადყოფნა გამოხატეს.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ სკოლის ეზოშიც გადაინაცვლა, სადაც ყველა კლასმა სკოლას თითო ყვავილი უსახსოვრა. აღნიშნული აქცია დირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა. სკოლის დერეფანში ხელნაკეთი ფერმის გამოფენა მოეწყო, რომელიც  IIა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ფერმაში მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალით შექმნილი შინაური ცხოველები და მათი საცხოვრებელი გარემო გამოაფინეს.

IIა, VIბ და VIIა კლასებში დედამიწის დღეს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა პედაგოგების - ელისო მეტრეველის, სალომე ქობალიასა და  თამარ გრიგოლავას ხელმძღვანელობით. 

დღის დასასრულს,სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საგანგებო კონფერენცია გამართეს, სადაც ინა ხელაიამ და გიორგი კუტივაძემ საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს. 

სკოლის ეკო-ლიდერები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე აქციაში ჩაერთვნენ და უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება