სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დოლოგნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2021
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი სკოლის აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლება იყო.

სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა დედამიწის დღის თემაზე ნახატები შექმნეს და სკოლის სივრცეში გამოფინეს. მათ თემატური ლექსებიც წაიკითხეს. 

ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული პრეზენტაციები და ვიდეო მასალები წარუდგინეს. ბიოლოგიის მასწავლებელი სკოლის აღსაზრდელებს დედამიწის დღის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

მონაწილე მოსწავლეებმა დედამიწის დაცვისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. მათ ღონისძიების მიმდინარეობის დროს დედამიწის კეთილდღეობასთან დაკავშირებული სურვილები  საინფორმაციო ფურცლებზე ჩამოწერეს და წინასწარ სიმბოლურად გამზადებულ ე.წ „ნატვრის ხეზე“ განათავსეს. 

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოხატეს. 

„ეკოკლუბის წევრები მომავალშიც გეგმავენ გარემოსდაცვითი აქტივობების ჩატარებას, რაც მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიება კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება