| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„დაიცავი საქართველოს სისუფთავე და შექმენი ეკოგმირი“ - აღნიშნული პროექტი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მიუძღვნეს. პროექტის მიზანია, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან პრაქტიკული გამოყენების ნივთი, საგანმანათლებლო რესურსი ან სუვენირი შეიქმნას და საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოხვდეს ბუნებაში.
ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს ამოცანა ზედმიწევნით შეასრულეს. პროექტში მე-5 კლასის მოსწავლეები: მარიამ ლობჯანიძე, ნინო ლობჯანიძე, თომა ლობჯანიძე, გიორგი ლობჯანიძე, დავით დათუკიშვილი, დავით ბოხაშვილი და მე-7 კლასის მოსწავლეები - ნიკოლოზ ლობჯანიძე, მიხეილ ლობჯანიძე, მათე ლობჯანიძე მონაწილეობდნენ. კოორდინატორია - გეოგრაფიის პედაგოგი რევაზ ბარბაქაძე.
მოსწავლეებმა გამოუსადეგარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან შექმნეს მსოფლიოს არქიტექტურული შედევრების მაკეტები:
1. რომის კოლიზეუმი - გამოყენებული მასალა-გამოუსადეგარი სარეცხი მანქანის თუნუქის ბარაბანი.
2. ლონდონის ტაუერბრიჯი. გამოყენებული მასალა-პროექტორის ეკრანის შესაფუთი მუყაოს ყუთი. მუყაოს სათავსო ყუთები. სარეცხის თოკი.ფარდის საკიდი პლასტიკატის პროფილი.
3. ეიფელის კოშკი. გამოყენებული მასალა-შეკიდული ჭერის გამოუსადეგარი თუნუქის პროფილები.
ღების საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევასა და ბუნების დაცვაზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას უთმობს და მომავალშიც საინტერესო აქტივობებს გვპირდება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ