სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოვეფეროთ დედამიწას“ - სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
23-04-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „მოვეფეროთ დედამიწას“ გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დაცვის მხარდაჭერის მიზნით, ნახატები, კედლის გაზეთი, ასევე, ფოტო - და ვიდეო
კოლაჟი შექმნეს.

მოსწავლეები შეეცადნენ, თანატოლებისათვის ჩვენი პლანეტის რთული ეკოლოგიური ვითარება  გაეცნოთ და აეხსნათ მათთვის, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან დედამიწაზე ნეგატიური ზემოქმედება. 

მოსწავლეებმა  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციებიც მოამზადეს
და წარადგინეს.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: დალი გოგლიძე, ლიანა
ტაკიძე, გულნარა ვერძაძე და მანანა კოჩაძე.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება