| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„გვახსოვდეს 9 აპრილი“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მესამეკლასელებთან კლასის საათი ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზს და გაეგოთ დაღუპული გმირების შესახებ, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გაწირეს.
„იმისათვის, რომ მოსწავლეებმა და საერთოდ, ახალმა თაობამ, არ დაივიწყოს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 9 აპრილი, ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3-ბ კლასში ჩატარდა კლასის საათი „გვახსოვდეს 9 აპრილი“.
მისი მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობიერებულიყვნენ რა იყო 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზი, გარკვეულიყვნენ მის დიდ მნიშვნელობაზე დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ასევე გაღვივებოდათ ამ დღეს დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული.
ეს ყვავილები მათ ხსოვნას მიუძღვნეს ბავშვებმა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, დაღუპულ გმირებს, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას!
„ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება სანამ იარსებებს ერი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ