სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის დღეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში გარემოზე განსაკუთრებულად იზრუნეს
22-04-2021
-
+


მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველ წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის - მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, რომლის დირექტორიც, დეკანოზი მამა პავლე გახლავთ, გაიმართა საინტერესო აქტივობები დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

„დედამიწა ჩვენი სახლია, ჩვენ ვზრუნავთ მასზე მცხოვრები გარეული ფრინველების ყოველდღიურობაზე“ - ამ თემაზე გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მაია მაღრაძეა, იზრუნეს ფრინველებზე და გაუკეთეს „სახლი“, რომელიც დაკიდეს ხეზე.

„გარდა იმისა, რომ დავეხმარეთ ფრინველებს, ვისაუბრეთ უმთავრესზე - როგორ მოვუაროთ დედამიწას. მხოლოდ გარემოსადმი პასუხისმგებლობის გამოჩენა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პოზიტიურად შევცვალოთ ჩვენი პლანეტის მომავალი“ - აღნიშნა მასწავლებელმა.

ასევე, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებიც, პედაგოგ ანა ჭანკვეტაძესთან ერთად, ჩაერთნენ დედამიწის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში და მოაწყვეს გამწვანების აქცია - შენც დარგე ერთი ხე! - და გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ნერგები.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდნენ მესამეკლასელებიც და უსაყვარლეს მასწავლებელთან - მედეა უჩაძესთან ერთად, იზრუნეს გარემოზე და ამ  აქტივობებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს - გავუფრთხილდეთ გარემოს და არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია.

ჩვენ კი შეგახსენებთ, დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება