სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლამ ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
22-04-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლამ ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი მედიის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის - „სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა.

მასწავლებელ იზოლდა ბოჭორიშვილის მიერ წარდგენილმა პროექტმა „არა სიძულვილის ენას'“ საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა.

პროექტი მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდა. სკოლის აღსაზრდელები დეტალურად გაეცნენ სიძულვილის ენის მახასიათებლებსა და მასთან ბრძოლის ხერხებს.

მოსწავლეებმა სიძულვილის ენის გამოვლენის მიზნით ინტერნეტ სივრცეში, მედიაში, თემსა და სკოლაში კვლევა ჩაატარეს. მათ სიძულვილის ენის შემცველი ფრაზები და ქცევის გამომწვევი მიზეზები გამოავლინეს.  გარდა ამისა, სიძულვილის ენასთან ბრძოლის ხერხებზე დისკუსიაც გამართეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია თანასკოლელებსაც გაუზიარეს - მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს და  სიძულვილის ენის იდანტიფიცირების ხერხები გააცნეს.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა როლური თამაშების დახმარებით შეძლეს კარგად გაეანალიზებიათ სიძულვილის ენის ნეგატიური გავლენა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პროექტის დასკვით ეტაპზე მონაწილეებს სკოლის დირექტორმა, მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა დამსახურებული სერტიფიკატები გადასცა.
 
დირექტორმა პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, იზოლდა ბოჭორიშვილსა და ხათუნა შუბითიძეს მადლობა გადაუხადა საინტერესო აქტივობებისათვის და მოსწავლეებს მომავალ, საინტერესო პროექტებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება