სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე ცივი იარაღით რომ შესულიყო, გამორიცხული არაა“ - პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი
04-12-2017
-
+


ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების მკვლელობასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა. როგორც ხათუნა ბარაბაძემ განაცხადა, ორივე ბრალდებული მათი სკოლის მოსწავლეა.

მისივე თქმით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირება აქამდე არასდროს ჰქონიათ. რაც შეეხება კითხვას, შეიძლებოდა თუ არა სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დანით შესულიყო, დირექტორმა უპასუხა, რომ „ამას ვერ გამორიცხავს“. 

„ადამიანის დახასიათება, რომელიც ასეთ არადამიანურ ქმედებას ჩაიდენს, არ შეიძლება. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა სკოლაში, ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. ჩხრეკას სისტემატიურად ვაწარმოებთ, არიან რისკის ჯგუფის ბავშვები, რომლებთანაც მეტ ყურადღებას ვიჩენთ. ხოლო ის, რაც მოხდა, არის კატასტროფა“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ. 

ამასთან, სკოლის დირექტორის განმარტებით, უბედური შემთხვევის დღეს ერთ-ერთი ბრალდებული მოსწავლე სკოლაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო მეორე ბრალდებული 6 გაკვეთილს დაესწრო. 

„სამწუხაროა როდესაც ჩვენი სკოლს ორი მოსწავლე ამ ფაქტში მონაწილეა. ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში საერთოდ არ იყო. მეორე მოსწავლე 6 გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა და შემდეგ, რა მოხდა, ამას პროკურატურა დაადგენს. 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. მსგავსი ფაქტი, რომ დაპირისპირება ან ღელვა იყო არ შეიმჩნეოდა. რაიმე სახის დაპირისპირება, ღელვა ან შფოთვა, არ შეგვიმჩნევია. ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, მე ვფიქრობ, რომ ის პოტენციური მკვლელია,“- განაცხადა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა.

ხათუნა ბარაბაძის თქმით, ის სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ. 

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა სკოლის შენობასთან იმყოფება საპატრულო პოლიცია. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება